დიდი შვიდიანის სამიტზე პუტინის მიწვევას გერმანიის კანცლერი კატეგორიულად გამორიცხავს. ამასთან დაკავშირებით ანგელა მერკელმა Frankfurter Allgemeine Zeitung- ტან ინტერვიუში ისაუბრა.
ანგელა მერკელის თქმით, რუსეთმა ყირიმის ანექსიითა და დონბასის კონფლიქტში მონაწილეობით საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია, რის გამოც კრემლის ლიდერი მსგავს ფორუმებზე წარმოდგენილი არ უნდა იყოს. „დიდი შვიდეულის ქვეყნები საერთო ღირებულებებს იზიარებენ. ეს ღირებულებები რუსეთმა უხეშად შელახა. რაც შეეხება სანქციებს, გაზაფხულზე ჩვენ რუსეთისთვის დამატებითი პაკეტის დაწესების საკითხს განვიხილავთ. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, სანქციების მოხსნა რუსეთისთვის დაუშვებელია,“-აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. დიდი შვიდეულის სამიტი ზაფხულში გერმანიაში, ბავარიის რეგიონში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






