მამაკაცს, რომელმაც ცოლს ხმლით სხეულის ნაწილები მოაჭრა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 18:44, 15 Jan, 2015     4046

სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ფრიდონ არჩვაძე დამნაშავედ ცნო და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობისა და შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით განსაკუთრებული სისასტიკით, ხმლით მოაჭრა თითისა და ყურის ნაწილები, გადაუჭრა მუხლი, ჩაუმტვრია კოჭის ძვალი და სხეულის სიცოცხლისათვის სახიფათო სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. სამართალდამცავებმა ფრიდონ არჩვაძე 25 აპრილს დაკავეს, მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42