დიოდონეს სტატუსი, პროკურორების აზრით, შესაძლოა „ტერორიზმის გამამართლებლად“ ჩაითვალოს.
განცხადება ამის შესახებ პარიზის პროკურატურის პრეს-მდივანმა გაავრცელა.
მთავრობა ბევრჯერ გამოვიდა დედონეს სპექტაკლების და სხვა გამოსვლების აკრძალვის ინიციატივით, რადგანაც ისინი, მათი თქმით, რასისტულ და ანტისემიტურ ხასიათს ატარებენ. 2014 წლის თებერვალში კომიკოსს დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალა.
მე "შარლი კულიბალი ვარ" -ამ პოსტის გამო კომიკოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში სავარაუდოდ 48 საათს დაჰყოფს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლით წაუყენებენ მას ბრალდებას.
კულიბალი პარიზელი ტერორისტის გვარია, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქში ჯერ პოლიციელი ქალი მოკლა, შემდეგ კი სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა მანამდე მან 4 მძევლის მოკვლა მოასწრო.
მასალის გამოყენების პირობები






