შსს-ს განცხადება "ნასვამ" პატრულ-ინსპექტორთან დაკავშირებით
სამართალი - 14:25, 15 Jan, 2015     6115
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გიორგობიანი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის ერთერთი თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ვნახე მასალა ნასვამი პატრულის შესახებ და მოვიკითხე ეს შემთხვევა, როგორც ყველასთვის ცნობილია ყველა ასეთი ფაქტის შესახებ ვინტერესდები, გამოვარკვიე შემდეგი : შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საბა წიწიკაშვილის მიმართვისთანვე, დაუყოვნებლივ მოახდინა, მითითებულ ფაქტზე რეაგირება, შეამოწმა პატრულ-ინსპექტორი ჯაბა ხუციშვილი - მას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. არსებობს ამის დამადასტურებელი ალკოტესტის ქვითრებიც.(ქვითრებსაც ვტივრთავ და შეგიძლიათ ნახოთ) მოქალაქეს ასეთი შემთხვევის დროს პირველ რიგში გენერალური ინსპექციისთვის უნდა მიემართა და არა ალკოტესტის ჩატარება მოეთხოვა პატრულისთვის.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საქციელს, მას არ ჰქონდა უფლება მისი უშუალო ზემდგომის ან გენერალური ინსპექციის გარეშე მოეხდინა თვითშემოწმება ალკოტესტით და ის იქცეოდა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნულ შემთხვევის დროს, ჟურნალისტი არაკორექტულად მოექეცა პატრულ-ინსპექტორს და უტყუარი მტკიცებულებების არსებობის გარეშე დასდო ბრალი. ასევე არ შეიძლება, რომ მოქალაქემ საკუთარი ეჭვების საფუძველზე ხელი შეუშალოს სამართალდამცველს მისი მოვალეობის შესრულებაში. ასეთი ეჭვების არსებობის შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი რეაგირების მკაფიო პროცედურები. არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს მისი სამსახუებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ხოლო გავრცელებულ ვიდეომასალაში აშკარად ჩანს, რომ პატრულ-ინსპექტორს არ აღენიშნება არანაირი ნიშნები ალკოჰოლური თრობის, პირიქით იყო ზრდილობიანი, კორექტული და მოქმედებდა კანონის და ეთიკის ფარგლებში. რაც შეეხება, გავრცელებულ სტოპ კადრებს ისინი არ ასახავს რეალურ სიტუაციას, რადგანაც ცნობილია, რომ სტოპ კადრების საშუალებით შეუძებელია ადამიანის რეალური სახის და მდგომარეობის ჩვენება.
შინაგან საქმეთა სამინiსტროს გენერალური ინსპექცია დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას და ხელს არავის აფარებს, და ამის დამადასტურებელი ინფორმაციები შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ,გენერალურმა ინსპექციის დასკვის საფუძველზე სამინისტრომ მხოლოდ ამ წელს 10 - მდე თანამშრომელი დაითხოვა, ხოლო ერთი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. არავის აქვს უფლება დაუსაბუთებალდ შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლის უფლებებს! საბა გთხოვთ კანონებს კარგად გაეცნოთ და ისე მოამზადოთ „სკანდალური“ რეპორტაჟები.“-ამბობს ნინო გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42