რუსეთმა ფინეთის საზრვართან მდებარე სოფელ ალაკურტში მიტოვებული სამხედრო ბაზის აღდგენა დაიწყო და ამ მიზნით იქ 800-მდე ჯარისკაცი გააგზავნა, რომლებმაც ყაზარმები უნდა აღადგინონ. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ბაზაზე 3 ათასამდე ჯარისკაცის განთავსება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღნიშნული სოფელი ფინეთის შემადგენლობაში შედიოდა 1940 წელს კი საბჭოტა კავშირის ტერიტორია გახდა, შემდეგ კი მემკვიდრეობიტ რუსეთს ერგო.
2009 წლისთვის არნიშნული ბაზა ტიტქმის სრულიად მიტოვებული იყო, წელს კი კრემლმა ალაკურტის ბაზის აღდგენა გადაწყვიტა, საიდანაც უახლოეს ფინურ ქალაქამდე მხოლოდ 60 კილომეტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის საზღვართან კრემლის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება, არქტიკაზე მდებარე გაზის და ნავთობის საბადოებთან არის დაკავშირებული , რომელზეც პრეტენზიას რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყანა აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






