"თქვენ გახასიათებთ ხელისუფლების უაზრო მორჩილება, მნიშვნელობა არა აქვს ბრეჟნევია თუ ივანიშვილი"
სამართალი - 19:54, 14 Jan, 2015     2658

ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო.

საქმეში ბრალდებულები არიან ბაჩო ახალია, მეგის ქარდავა, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.


სააპელაციო სასამართლოს საქმე დაცვის და პროკურატურის მიერ საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების შემდგომ გადაეცა.

დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი მაზმიშვილის არყოფნის გამო გადაიდო. მისი არყოფნის გამო გარკვეული ეჭვები გამოთქვა ბრალდბულმა ლევან ქარდავამ და განაცხადა, რომ მას მაზმიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია, პროკურატურიდან განხორციელებული გარკვეული ზეწოლის შესახებ. ქარდავამ მაზმიშვილზე ზეწოლაში პროკურორი ჯარჯი წიკლაური დაადანაშაულა. წიკლაურმა ბრალდებულზე ზეწოლასთან დაკავშირებით კომენტარი სასამართლო დარბაზშივე გააკეთა და აღნიშნული ფაქტი უარჰყო.

მაზმიშვილზე შესაძლო ზეწოლის საბაბით დაცვის მხარე დღეს პროკურორების აცილებას ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ დღეს მოსამართლეთა კოლეგიის აცილების საკითხიც დააყენა, მათ წარსული შეახსენა და განაცხადა, რომ ისინი ამ საქმეში ობიექტურები ვერ იქნებოდნენ .

„თქვენ ვერ იქნებით ობიექტური სასამართლო, რომელიც თეთრზე თეთრს იტყვის და შავზე შავს“- მიმართა ახალაიამ მოსამართლეს და დაამატა , რომ იმ დროს, როცა ქართველი ხალხი საკუთარ ენას იცავდა და ცხრა აპრილს აღნიშნული მოსამართლე კომუნისტური პარტიის რომელიღაც ოთახში იჯდა.

„ვფიქრობ თქვენი შეხედულებები, მიდგომები იქნება ჩვეულებრივ კომუნისტური, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ საბჭოთა კომუნიზმს, სადაც თქვენ მოღვაწეობდით და მუშაობდით მთელი ამ წლების განმავლობაში ახასიათებდა ერთი მარტივი რამ, ხელისუფლების უაზრო მორჩილება, მნიშვნელობა არა აქვს ბრეჟნევი იქნებოდა ხელისუფლებაში თუ ივანიშვილი. თქვენ ვერ გამასამართლებთ მე, რომელსაც არაფერი საერთო კომუნიზმთან და ამ სისტემასთან არ აქვს“- განაცხადა ახალაიამ.

ნავთლუღის სპეცოპერაციის სააპელაციო განხილვა 4 თებერვალს გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42