საგაზეთო ჯიხურებთან რიგებია, მკითხველებმა Charlie Hebdo-ს შესაძენად თადარიგი დილიდანვე დაიჭირეს და თავისი ადგილი ჯიხურებთან მათ გახსნამდე დაიკავეს.
გუშინ Ebay-ს გაყიდვების საიტზე Charlie Hebdo-ს 1177--ე ნომრის ფასმა 15050 ევროს მიაღწია. დღეს კი მას შემდეგ რაც ჟურნალი გაზეთების ჯიხურებში გამოჩნდა მისი ერთი ეგზემპლარის ფასი 100 ევროზე გაჩერდა. ჯიხურების გამყიდველებმა გაითვალისწინეს ის რისკი რომ მიღებული ჟურნალების სტანდარტული რაოდენობა, მომხმარებლებს არ დააკმაყოფილებდა და ჟურნალის გაცილებით მეტი რაოდენობა მოიმარაგეს.
ინტერნეტში ჟურნალის ყალბი ანონსებიც გავრცელდა, რომელის ღირებულებადაც მილიონობით ევრო იყო მითითებული.
ამას შეიძლება ეწოდოს „შარლის ბიზნესი“ . გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, გამომცემლობამ 3 მილიონიანი ტირაჟი კიდევ ორი მილიონით გაზარდა.




მასალის გამოყენების პირობები






