რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული – ისინი პარლამენტის შენობის წინ მშენებარე ნაგებობაში შეფარებულ “თავისუფალი ზონის” წევრების: ალეკო კვახაძის და ონისე გერგედავას დაკავებას ცდილობენ.
“თავისუფალი ზონის” წევრებმა დღეს დილით პარლამენტის შენობის წინ გააკრეს დიდი ზომის ბანერები,“მომავალ წელს სოხუმში”, “სოხუმი ჩემი იერუსალიმი”. ამ შინაარსის ბანერები შეგახსენებთ, რომ პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნა და ამიტომ “თავისუფალი ზონის” წევრებმა რუსთაველზე მშენებარე შენობის ხარაჩოებზე უკვე აღნიშნული ბანერები უკვე მეორედ გადმოფინეს.
აქციის ორგანიზატორებმა მშენებარე შენობას შეაფარეს თავი ისინი სანტა კლაუსის ფორმებში არიან ჩაცმულები და არ ჩამოდიან ხარაჩოდან, პოლიციამ ფაქტი ხულიგნობად შეაფასა და ამ წუთებში ისინი სწორედ აქციის მონაწილეთა დაკავებას ცდილობენ.
წყარო http://www.tzona.org/
მასალის გამოყენების პირობები






