პოროშენკომ უკრაინაში ავტობუსის აფეთქება პარიზის ტერაქტს შეადარა და მობილიზაცია გამოაცხადა
მსოფლიო - 11:02, 14 Jan, 2015     2750
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვოლნოვახში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე სამგზავრო ავტობუსის დაბომბვა საფრანგეთის ტერაქტებს შეადარა.

”ეს საშინელი ტრაგედია ისეთი მოვლენაა, რომ თავისი სისასტიკით თანამედროვე სამყაროშიც კი გამოირჩევა, ეს სულის გამყინავი უბედურებაა.”- განაცხადა პოროშენკომ.

მან აღნიშნა, რომ ტერორისტებმა განზრახ მოკლეს ათეულობით სამქალაქო პირი, მათ შორის 14 წლის გოგონა, ”მათი სიკვდილი დეენეროვსკის და ელენეროვსკის გაერთიანებული ბანდის სინდისზეა და მათ სინდისზე ვინც მათ უკან დგას, ვინც მათ კვებავს და აიარაღებს, აქეზებს და სისხლიან დანაშაულებს შთააგონებს . ჩვენი ჯარისკაცები კი შეუძლიათ მათ ღირსეული პასუხი გასცენ, მათ ვინც დღეს დონეცკის აეროპორტს უტევდა, ეს თავიანთ ტყავზე გამოსცადეს.”

პრეზიდენტის თქმით უკრაინა მზად არის დაიცვას საკუთარი მიწა და განაცხადა, რომ 14 იანვარს ის ხელს მოაწერს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების შესახებ ბრძანებულებას.

”ადამიანების მასიური დახოცვა პარიზში და ვოლნოვახში- ეს ერთი და იგივე დონის დანაშაულია. ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან ბრძოლაში”- განაცხადა პოროშენკომ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხუთშაბათს ევროპარლამენტი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადონ.

”მე მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება დაღუპულთა ოჯახების მიმართ , მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს უკრაინის სოლიდარობისკენ, უკრაინელებს კი იმ საფრთხის წინაარმდეგ გაერთიანებისკენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესია და ტერაქტები წარმოადგენს.”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42