დონეცკის აეროპორტის რაიონში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა, „კიბორგები“ დახმარებას ითხოვენ.
როგორც უკრაინულ მედიასთან საუბარში ერთ-ერთი მებრძოლი აცხადებს, დონეცკის აეროპორტზე შეტევა ტანკებით და არტილერიით ხორციელდება. მისივე თქმთ პრორუსმა მეამბოხეებმა, დონეცკის აეროპორტის დამცველებს ახალი ტერმინალის დატოვება 17:00-საათამდე მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი განადგურებით იმუქრებიან, „ტერმინალზე შეტევა ყველა მხრიდან მიდის. თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, სამი დღეა მძიმე ტექნიკით გვანადგურებენ, აღარაფერი არ დარჩა, ჩვენ ველოდებით დახმარებას“- აცხადებს აეროპორტის დამცველი.
უკრაინელი მებრძოლების განცხადებით სამდღიანი შეტევის შედეგად სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტის სადისპეჩერო კოშკურა მთლიანად გაანადგურეს. აეროპორტის რაიონი კვამლშია გახვეული.
მასალის გამოყენების პირობები






