11 იანვარს , საფრანგეთის დედაქალაქში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ სოლიდარობის მარშს, მაროკოს დელეგაცია არ დაესწრო. ბოიკოტის მიზეზად მაროკოს ხელისუფლებამ Charlie Hebdo-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურები დაასახელა, თუმცა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრი ელიზეს სასახლეში მივიდა და ფრანსუალ ოლანდს დაღუპული ადამიანების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
მაროკოს კომუნიკაციის მინისტრის განცხადებით „ წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნებას არაფერი საერთო აქვს აზრის თავისუფლებასთან, არამედ აღვივებს სიძულვილს ისლამის და მუსლიმების მიმართ“
იგივე აზრზეა მაროკოს გამომცემელთა ფედერაციის პრეზიდენტი ნურედინ მიფტაჰიც „იმის ნაცვლად რომ ტერორიზმის წინაღმდეგ გავერთიანდეთ, მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით ცეცხლს ეთამაშებიან“- აცხადებს ის.
გავრცელებული ინფორმაციით მაროკომ შესაძლოა მსგავსი გამოცემების ქვეყანაში შეტანა აკრძალოს, მაროკოს პრესის კოდექსის მიხედვით, კომუნიკაციის მინისტრს შეუძლია აკრძალოს გამოცემები, რომელიც მიმართულია ისლამის, მონარქიის, ტერიტორიული მთლიანობის , საზოგადოებრივი წესრიგის და მეფის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






