თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე დასაკითხ მოწმეებზე პროკურატურამ ზეწოლ განახორციელა. ამის შესახებ უგულავამ საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
უგულავა საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს და მოსამართლეს მიმართავს დაინტერესდეს, ხომ არ ხდება მოწმეების დაშინება.
„ამ საქმეში მე ჩემს თავს მსხვერპლად მივიჩნევ და მეც მაინტერესებს, ხომ არ დააშინეს მოწმე, როცა ის დაკავებული იყო. მოვლენ აქ სხვა მოწმეები და ისინი ისაუბრებენ, როგორ ხდებოდა მათთან გარიგება. 25 ადამიანი, რომელიც გამოძიების პროცესში დააკავეს, უკანონოდ იყვნენ დაკავებულნი და ეს საქმე მალე ამოტივტივდება,“ - განაცხადა უგულავამ.
საქალაქო სასამართლოში, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ ის საგამოძიებო ნაწილში ბორკილდადებული წაიყვანეს. საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებულ ეპიზოდს, სადაც უგულავასთან ერთად ბრალდებულია თბილისის ყოფილი მერის მოადგილე დავით ალავიძეც. შედმეგი პროცესი აღნიშნულ საქმეზე 22 იანვარს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






