თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის ინფორმაციით, პროკურატურა ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს წაუყენებს, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება.
ნადარეიშვილის განმარტებით, ინფორმაცია ადვოკატს საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ მიაწოდა.
"ისინი აპირებენ ბაჩოს ახალი ბრალი წაუყენონ, რომელიც იქნება საიდუმლო გრიფით. აქედან გამომდინარე დაიხურება სასამართლო პროცესი. სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ სასამართლო არ იყოს საჯარო და ხალხმა ვერ გაიგოს სიმართლე. 2 წლის განმავლობაში, ამ პროცესების საჯაროობით ხალხმა დაინახა, რომ ბაჩო არის უდანაშაულო, იგი 2 წელიწადი წინასწარ პატიმრობაში იჯდა, ისე რომ მას მსჯავრი არ ჰქონდა. ვთხოვ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პროცესები იყოს საჯარო ვინაიდან პროცესებს ესწრებიან არა მარტო ჟურნალისტები ,არამედ მონიტორებიც, რომლებიც თავიანთ ანგარიშში ასახავენ ყველა იმ დარღვევას, რაც სასამართლო პროცესზე ხდება. ახალი ბრალი აბსურდული იქნება, ეს იქნება ოპერატიულ თანხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






