არსებობს პოლიტიკური მიზეზი? ეს იმის გამო მოხდა, რომ ის გერმანელია?
მაგრამ ამ შემთხვევაში, უცნაური იქნებოდა ის ფაქტი, რომ სურათზე პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის დატოვეს.
თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით, რომ მხოლოდ ანგელა მერკელის გამოსახულება არ არის გამქრალი სურათიდან, რეალურისგან განსხვავებით ფოტოზე აღარ ჩანს პარიზის მერი ანნა იდალგოც.
მათი საერთო ნიშანი არის ის , რომ ორივე ქალია.
Hamevasser-ი ისრაელის ჰასიდური ჟურნალია, რომელიც ქალების პრეზენტაციას არამართებულად მიიჩნევს და მსოფლიო ლიდერების პირველი ხაზიდან ქალების გამოსახულებები წაშალა.
Hamevasser-ი არ არის ერთადერთი ებრაული ჟურნალი, რომელიც სარწმუნოების გამო მსგავს ქმედებებს მიმართავს, 2009 წელს ჟურნალმა Shaa Tova-მ და Yated Neeman-მა ფოტოებიდან მეთანიაჰუს მთავრობის წევრი ორი მინისტრის სურათი წაშალეს. კულტურის მინისტრი ლიმოე ლივნატი და ინტეგრაციის მინისტრი სოფა ლანდვერი. მიზეზი იმ დროსაც იგივე იყო, ისინი ქალები იყვნენ.

მასალის გამოყენების პირობები






