გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინსა და ფიჩორში წუხელ მძევლის გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.
აფხაზურმა მილიციამ სამი გამტაცებელის ლიკვიდაცია მოახდინა. სოფელ ჭუბუხინიდან ხარგელია, ხურცილავამ და აქუბარდიამ 30 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
გატაცებული სოფელ სიდაში, ერთ-ერთი მიტოვებულ სახლში გადაიყვანეს. მოგვიანებით, როდესაც ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფოდნენ, გატაცებულმა ერთ-ერთი გამტაცებელი, რომელიც მას მეთვალყურეობას უწებდა, მისივე იარაღით მოკლა. ამის შემდეგ მძევლმა ფანჯრიდან გადახტომ მოახერხა და აფხაზურ მილიციას აცნობა, რომ ის მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
მილიციის მოსვლამდე სამმა გამტაცებელმა მძევლის ხელში ჩაგდება ისევ მოახერხა, თუმცა ამ როს ადგილზე მილიცია მოვიდა.
ურთიერთსაპირისპირო სროლის შედეგად აფხაზური მილიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათგან ერთ-ერთი რუსი მესაზღვრე ანდრეი უდალცოვია, ხოლო მეორე სპეცნაზის თანაშრომელი ედუარდ ნერსეციანი. ერთ-ერთმა გამტაცებელმა მიმალვა მოასწრო, ხოლო ორი მაგანი, ხარგელია და ხურცილავა სროლის დროს გარდაიცვალნენ.
ამის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ფიჩორში, წიდაში, ბარღებში და ოტობაიაში სპეცრაზმები ადგილობრივების სახლებში შედიოდნენ. შიშის გამო მოსახლოებამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. სპეცრაზმის თანამშრომლებს სოფლები ჯერ არ დაუტოვებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






