შს მინისტრი მიმართვას ავრცელებს
სამართალი - 10:40, 13 Jan, 2015     3853

ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარება 2015-16 წლებში ჩვენი სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მთავარ პრიორიტეტად დარჩება - ერთის მხრივ, გავაკეთებთ ყველაფერს პრევენციისთვის, თუმცა ძალადობის შემთხვევაში დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა სამართალდამცავს ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის და მოვუწოდო მეტი ძალისხმევისკენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში:

• ჩვენ არამხოლოდ კონტროლზე ავიყვანეთ ძალადობის ფაქტები და მათზე რეაგირება, არამედ შევქმენით მონაცემთა განახლებადი რუკა, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული და რომლის საშუალებითაც თითოეულ შემთხვევას და რეაგირების მასშტაბებს საზოგადოებაც გააკონტროლებს;

• მოვახდინეთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე;

• ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების მიზნით გადავამზადეთ თანამშრომლები, მათ შორის 500-ზე მეტი უბნის ინსპექტორი. ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირებისთვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან გამოიყო ორ–ორი თანამშრომელი - ქალი და მამაკაცი.

• 2013 წელთან შედარებით გავაორმაგეთ ოჯახში მოძალადეთა მიმართ დევნის მაჩვენებელი;

• 2013 წელთან შედარებით თითქმის გავაოთხმაგეთ შემაკავებელი ორდერების გამოყენების მაჩვენებელი;

• მხოლოდ 2014 წელს საზოგადოებრივ ჯგუფებთან ჩავატარეთ 2200-მდე საინფორმაციო შეხვედრა;

• ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის შეიქმნა ცხელი ხაზი;

• დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით ვმუშაობთ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიაზე.

ვინაიდან პრობლემა კომპლექსურია, მის მოსაგვარებლად საჭიროა არაერთი პირობის უზრუნველყოფა:

• საჭიროა საზოგადოების კიდევ მეტად ინფორმირება ძალადობის დაუშვებლობაზე;

• ძალადობის ფაქტებზე და რისკებზე საჭიროა პოლიციელების კიდევ უფრო დროული, ეფექტური და კოორდინირებული რეაგირება;

• მსხვერპლებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე გარანტიები და თავდაჯერება, რომ პოლიციისადმი მიმართვის შემთხვევაში დაცული იქნებიან და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება;

• ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, სჭირდებათ უკეთესო ხელმისაწვდომობა უსაფრთხო და დაცულ თავშესაფარზე, ისევე როგორც სხვა სერვისებზე;

• გამკაცრდება კონტროლი იარაღის უკანონო ფლობაზე და მის კანონიერ მფლობელებზეც, რომელთაც წარსულში ძალადობრივი ქმედების გამოცდილება აქვთ, რადგან საერთაშორისო მონაცემებით იარაღის ქონა 5-ჯერ და მეტად ზრდის ქალის მოკვლის რისკს ოჯახში ძალადობის შემთხვევისას.

ოჯახში ძალადობა გლობალური პრობლემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელს გავააქტიურებთ დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ნაწილთან - საკითხი კომპლექსურია და საზოგადოების ყველა სექტორის გაერთიანებას მოითხოვს.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა და დახარჯული ძალისხმევისა, ჩვენ ვთვლით, რომ მოგვიწევს მეტის გაკეთება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42