პენსიონერების თანხების თაღლითურად მითვისების გამო შსს-მ სამი პირი დააკავა
სამართალი - 09:38, 13 Jan, 2015     2067

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახმეტის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გიორგი ა, 1960 წელს დაბადებული გიორგი ტ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელენე ი. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ, ხანდაზმულ პენსიონერებს გაერო-ს წარმომადგენლების სახელით ეცნობოდნენ და რამდენიმეთვიანი საპენსიო სესხის აღების სანაცვლოდ, ფინანსურ დახმარებას და პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფას პირდებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს პენსიონერები სესხის აღების მიზნით „ლიბერთი ბანკში“ მიჰყავდათ და დოკუმენტაციაზე ხელს აწერინებდნენ. თანხებს, რომლებიც პენსიონერებს კრედიტის სახით უმტკიცდებოდათ, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დაკავებულებმა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 1575 ლარი, თელავში სოფელ კონდოლში მცხოვრები ქალბატონების ანგარიშებიდან - ჯამში 1500 ლარი, ხოლო გარდაბნის რაიონის მკვიდრი სამი მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან - 3000 ლარი მიითვისეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. და ელენე ი. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო გიორგი ტ. თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42