არარსებული პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკოსები
პოზიცია - 11:28, 21 Jan, 2013     3197

მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს, შეიძლება ვინმეს მოსწონს ან არ მოსწონს, ვინმე მეთანხმება ან არ მეთანხმება. ვცდილობ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და  რეალობას თვალი გავუსწორო. აი ისე, როგორც მაგალითად, მხატვრობაშია, ალბათ არის რეალიზმი და არის კუბიზმი. რეალიზმის მიმდევარი თავის ნახატებში რეალურად აღწერს ამა თუ იმ მოვლენას, რეალურად აღწერს ადამიანის სხეულს და ასე შემდეგ. მალევიჩმა კი თავის შავი კვადრატით მნახველებს მისცა არჩევანის საშუალება, რომ იფანტაზიორონ, თუ რისი თქმა უნდოდა მხატვარს ამ შავი კვადრატით. ყველა თავისებურ ახსნას უძებნის ამ ნახატს, მაგრამ რეალურად რისი თქმა უნდოდა, ეს მხოლოდ თავად მალევიჩმა უწყის.
ჰოდა პირადად მე ჩემს თავს რეალიზმის მიმდევრად ვთვლი. ვცდილობ გავაანალიზო მიმდინარე პროცესები და თქვენგან მხოლოდ რეალურ შეფასებებს ველი და არა იარლიკების მიწებებებს.

ეხლაც მინდა ერთ ფაქტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება:
ახალი მთავრობისაგან ძალიან ვართ განებივრებულნი სხვადასხვა „სიურპრიზებით“ და თუ ამ „სიურპრიზებს“ კარგად გავაანალიზებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოსდა მათ არავითარი სამოქმედო გეგმა არ აქვთ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად.


გავიხსენოთ, თუ როგორ აქტიურად მიდიოდა აქცენტის გაკეთება მიშას მთავრობის მხრიდან გადასახადების ხელოვნურად გაზრდაზე, არადა, აღმოჩნდა, რომ არც ისე წვიმდ,ა როგორც ჰქუხდა. გაზს თურმე აზერბაიჯანი მისაღებ ფასად გვასყიდებს და მისი დაბალ ფასში საქართველოს მოსახლეობისათვის მიწოდება შეუძლებელია, ელექტროენერგიის ფასი 3 თეთრით შემცირდა, და ისიც ყველასთვის არა. ეს 3 თეთრიანი შემცირებაც "იძულებითი" შემცირებაა, ანუ მოსახლეობის კეთილგანწყობისთვის გათვლილი იძულებითი ნაბიჯი, ოღონდ რის საფასურად? ენერგეტიკის მინისტრის სიტყვებიდან ხალხში უკვე გავრცელდა ინფორმაცია რომ გაზაფხულიდან კიდევ მოხდება ფასის შემცირება, თავისთავად ეს მისასალმებელი ნაბიჯია და იმედია განუმარტავენ საზოგადოებას, რომ ეს ფასდაკლება გამოწვეულია ისევ საქართველოს ბუნებისგან გამომდინარე, გაზაფხულობით საქართველოს აქვს მოჭარბებული ელექტროენერგია, რომელსაც ის მეზობელ ქვეყნებში ჰყიდის, ხოლო ზამთარში კი პირიქით ყიდულობს მათგან, იგივე რუსეთისგანაც. რატომღაც ეს ყველაფერი სიახლე აღმოჩნდა ახალმოსული მთავრობის წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის.
მინდა გაგახსენოთ პრემიერ-მინისტრის სიტყვები ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თაობაზეც, რომელიც ბევრ კითხვებს ბადებდა ბაქოში ვიზიტამდე, ხოლო ვიზიტის შემდეგ ეს შეკითხვები გაქრა. ცრუორსულობის სინდრომი იყო ალბათ.

სამწუხაროდ, ახალი მთავრობის სულ რაღაც 2 თვიანი მმართველობის  პერიოდშიც ძალიან ბევრი ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება უკვე.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ მთავრობას არ აქვს არანაირი პოლიტიკა საგარეო მიმართულებითაც და არანაირი პოლიტიკა არ აქვთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.
ჩვენი პოლიტიკოსები აქტიურად ატარებენ ამ არარსებულ პოლიტიკას აგიტაციას, ამის კიდევ ერთი მაგალითია პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები და მისი ბოლო ხედვები ოკუპირებული რეგიონებთან დაკავშირებით, რომელიც ამა წლის 11 იანვრის იმედის 8 საათიან საინფორმაცოში გაჟღერდა.
დაწვრილებით არ დავწერ ყველა იმას რაც მან განაცხადა, თავად შეგიძლიათ იხილოთ, უბრალოდ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მის მთავრობაში მოსვლამდე და მის მთავრობაში მოსვლის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებზე.
კერძოდ, ბატონი პაატა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ გატარებულ პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკას ყოველმხრივ უტევდა და მან პირდაპირ და არაერთხელ განაცხადა, რომ "სანაკოევის" პროექტი ეს არის რუსეთის ფსბ-ს პროექტი, რომ იგი არის ანტისახელმწიფოებრივი. მას არაერთხელ განუცხადებია რომ ნაპოვნი აქვს ყველაზე საუკეთესო გზა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად (მის მიერ ნაპოვნ ამ გზას თუ გამოსავალს ქვევით შემოგთავაზებთ, და არა მარტო მისას).
მოვიდა ბატონი პაატა მთავრობაში და მან უკვე რადიკალურად შეცვალა თავისი ხედვები ამ პრობლემასთან დაკავშირებით (ან უბრალოდ ჩვენ გვაჩვენებს რომ შეცვალა). ის უკვე ეთანხმება ,,ნაციონალური მოძრაობის“ მირ გატარებულ პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, მას რატომღაც აღარ ჰგონია რომ "სანაკოევის" პროექტი ფსბ-ს პროექტია, პირიქით, ის ამ პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას და გაზრდას ითხოვს (ბატონი პაატა თავისი პოზიციის რადიკალურად შეცვლის საბაბს როგორ შეფუთავს, ეგ უკვე მის ოსტატობაზეა დამოკიდებული).
რა გამოდის? გამოდის რომ ან არ არის და არც ყოფილა ფსბ-ს პროექტი და ნაცებს სწორი გეზი ჰქონდათ არჩეული, ან თავად უკვე ბატონი პაატაა ფსბ-ს პროექტის მხარდამჭერი და იმის მაგივრად რომ წინ აღუდგეს ამ ანტისახემწიფოებრივ წარმონაქმს, თავად აგრძელებს. პროექტს.
ბატონო პაატა თქვენ ფსბ-სთან თანამშროლობთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამისთვის ითხოვთ გამოყოფილი თანხების გაზრდას?
საერთოდ კი პიროვნება, რომელიც აპირებს მთავრობაში მოსვლას, მას თავისთავად აქვს სახელმწოფოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის თავისებური ხედვა და როდსაც ეს პიროვნება მოდის მთავრობაში ის ცდილობს რომ მან ეს თავისი იდეა და ხედვა რეალობად აქციოს.
რა თქმა უნდა ადამიანი თავის ხედვასაც და პოზიციას იცვლის, ოღონდ არა პოლიტიკოსი. ბატონ პაატას ხედვა კი ყველასთვის ცნობილია
-მას მიაჩნია რომ საქართველო მაშინ იქნება ძლიერი თუ იგი აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას.

-ქალბატონი თინა ხიდაშელისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია აფხაზეთის საკითხი და მას არ აინტერესებს აფხაზეთი და სამაჩაბლო იქნება თუ არა საქართველოს შემადგენლობაში.
-ბატონ მამუკას აზრით კი, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტებს მაშინ გამოვაცლით ხელიდან, თუ საქართველო აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებს.
- ბატონი ბერძენიშვილი მოგვიწოდებს, შევეშვათ ისტორიას და სამართლიანობას და დღევანდელ რეალობას გავუსწოროთ თვალი-ვცნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ყველა მათი ამ მოსაზრების წაკითხვა თუ მოსმენა შეგიძლიათ, თუ მეგობრობთ რომელიმე საძიებო საიტთან, მაგალითად გუგლესთან.
ყველა ეს პიროვნება ეხლა საქართველოს მთავრობაშია და ისინი იმიტომ მოვიდნენ მთავრობაში,რათა თავიანთ ხედვებს ხორცი შეასხან.
არა, მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ მათ ეყოფათ იმის ვაჟკაცობა, პირდაპირ აღიარონ აფხაზრთი და სამაჩაბლო-ამას ისინი ვერ გაბედავენ, რადგან ქართველები მათ მომენტლურად გამოუტანენ განაჩენს, ისინი ხელმძღვანელობენ დევიზით "შორი გზოდან მუარე შინ მშვიდობით მიდიო". აქტიურად მიმდინარეობს რგინიგზის აღდგენს რეკლამირება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. ამ იდეას მხარს უჭერს საქართველოს პრემიერმინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილიც. აგერ ამ დღეებში სომხეთში მყოფ ივანიშვილს ამ საკითხში სრული მხარდამჭერა აღუთქვა სომხურმა მხარემ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ სომხეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა 2008-ში, როგორც ამბობენ (რამდენად მართალია ამას ჩვენ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მაინც, ვერ გავიგებთ), თბილისის სტრატეგიული ობიქტების დაბომბვა მოხდა სომხეთიდან აფრენილი რუსული ბომბდამშენის მიერ, და კიდევ სომხეთმა ელვისებურად გამოგვიგზავნა სარკინიგზო შპალები დაზიანებული რკინიგზის ლიანდაგის აღსადგენად.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას ან არ აქვს გათვლილი რკინიგზის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონში როგორაა შესაძლებელი, ან კიდევ მოსახლეობას სპეციალურად არ უხსნიან ყველა იმ იურიდიულ ნიუანსს, რის წინაშეც აღმოვჩნდებით ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში.
ის რომ რუსეთი აფხაზეთს განიხილავს როგორც ცალკე სახელმწოფოს და ის არ აპირებსა აღიარების უკან წაღებას ეს ოფიციალურმა მოსკოვმა პირდაპირ და არაერთხელ განაცხადა. ნათელი ხდება რომ რკინიგზის აღდგენის შემდეგ აფხაზეთი უკვე ცალკე სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს იღებს. რომ ყველა საბუთზე საქართველოს მხარე იძულებული იქნება თავისი სახელმწოფო-საბაჟო ბეჭედი დაარტყას სეპარატისტების ბეჭდის გვერდით, ანუ აღიაროს სეპარატისტების ბეჭედი სართლებრივად (ამას იურისტები უფრო უკეთესად განმარტავენ). ის რომ ქართულ მხარეს აღავინ დააყენებს ფსოუზე და მის მებაჟეს არ დაარტყმევინებენ ფსოუზე ბეჭედს, ეს ყველამ კარგად ვუწყოთ,უბრალოდ თავს ვიტყუებთ ცრუ იმედებოთ და ოცნებებით.
კიდევ ერთ საყუღადღებო ფრაზაზე მინდა რომ დაფიქრდეთ, ამ ფრაზის ავტორიც ბატონი პაატაა, მან განაცხადა, რომ ის არ აპირებს ქართველ ხალხს წინასწარ განუცხადოს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, რადგან აფხაზებზე ადრე ქართველებმა არ უმდა იცოდნენ, რას აპირებს იგი.
მე მხოლოდ და მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ როცა გავიგებთ მის მიერ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, ძალიან გვიანი არ იქნება.
რატომღაც მგონია, რომ საქართველოს ახალ მთავრობას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია საქართველოს ჩიხოდან გამოსაყვანად და უბრალოდ დინებას მიჰყვება და იმედს იტოვებენ, რომ დინება სამშვიდობოს გაიყვანს, ან კიდევ აქვთ რაღაც პოლიტიკა და თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს რაც ამ 2 თვის განმავლობაში განაცხადეს და გააკეთეს, ძალიან საშიში პოლიტიკაა საქართველოსთვის.
პირადად მე მირჩევნია, რომ მათ არანაირი პოლიტიკა არ ჰქონდეთ და მათთან ერთად მეც იმედი მქონდეს, რომ დინება გაგვიყვანს სამშვიდობოს.

იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, ქართველებო.

გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ნიუპოსტისათვის

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42