კვირის ყველაზე საფუძვლიანი მოვლენების გაანალიზებას ,,რუსთავი 2’’-ის მაყურებელი 22 იანვრიდან შეძლებს. ნინო შუბლაძე ეთერს თავისი გადაცემით - ,,პოზიცია’’ უბრუნდება.
,,პოზიცია’’ სწორედ იმიტომ დავარქვით თოქ-შოუს, რომ მაყურებელს მივცეთ საშუალება ამა თუ იმ თმავარ თემაზე მოისმინოს განსხვავებული პოზიციები, თუკი პოლიტიკოსები მოვლენ ერთერში ერთმანეთის პირისპირ, იდებატონ და მაყურებელს განსხვავებული პოზიციები შესთავაზონ, ეს ჩვენი სურვილი იქნება. იმის გამო, რომ პარლამენტი ქუთაისშია, ძალინა ბევრი სასურველი სტუმარი შეიძლება ქუთაისში იყოს და ამისათვის ჩვენ გავაძლიერეთ ჩართვის წერტილი ვიზუალურ ნაწილში, რომ სტუმრებთან გვქონდეს საუბრის საშუალება’’- აცხადებს თოქ-შოუს წამყვანი ნინო შუბლაძე.
ნინო შუბლაძის განცხადებით პოლიტიკური დებატები სატელევიზიო ეთერში მაყურებლის დაკვეთაა და ,,რუსთავი 2’’-ის ისედაც მაღალ ყურებადობას, ეს კიდევ უფრო გაამყარებს.
მასალის გამოყენების პირობები






