_რამდენიმე დღეში ასტანაში გაიმართება გერმანიის საფრანგეთის, უკრიანის ლიდერებისა და პუტინის შეხვედრა. რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრისგან?
_რა თქმა უნდა, პუტინისგან დათმობების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა დასავლეთის სანქციების ეფექტურობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მოლოდინი იყო. სულ რამდენიმე თვეში რუსული რუბლი ორჯერ მეტად გაუფაუსრდება. ახლა პუტინის და მისი გადარჩენა დამოკიდებული იქნება პოროშენკოზე და რა თქმა უნდა, დასავლეთის და აშშ-ს ლიდერებზე. სხვათაშორის, პოროშენკოს ფრთხილი ტატქიკა, რის გამოც მას აკრიტიკებნენ, აღმოჩნდა ოპტიმალური. მას მოუწოდებდნენ უფრო აქტიური სამხედრო მოქმედებებისკენ, მათ შორის მეც. მაგრამ ის არ შეცდა. რუბლის გაუფასურებით პუტინი აღმოჩნდა მდგომარეობაში, როცა ის ომისთვის მეომრებს ფულს ვერ უხდის. ამ ვითარებაში მობილიზება, კონცენტრაცია არმიის ხდება სახიფათო ფაქტორი თვითონ პუტინისთვის და ვერანაირი შოუგუ ვერაფერს ვერ იზავს, თუ რამდენიმე გენერალი შეიკვრება და მიიღებენ გადაწყვეტილებას. შესაძლებლობა ამისა, ძალიან მაღალია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნაციონალისტური განწყობები პუტინმა არმიაშიც დათესა. მოძრაობა შეიძლება დაიწყოს საპირისპირო მიმართულებით - კიევის ნაცვლად მოსკოვისკენ. სწორედ ამიტომ, პუტინი ძალიან შეშინებულია, გრძნობს, რომ ის რეალურად დგება მართვის ბერკეტების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რის გამოც უაზრო, არაადექვატურ ქმედებებს სულ უფრო ნაკლებად სჩადის. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა ,,წამალი მიცემულია, ეხლა ველოდებით როდის იმოქმედებს“.

მასალის გამოყენების პირობები






