მშიდობის მარში პარიზში მოსფლიო ლიდერების მონაწილეობით დასრულდა. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა პატივი მიაგეს აპრიზში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი იყო ჩასული და მონაწილეობდა მშვიდობის მარშში.
საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი. ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მარშის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა პირადად გადაუხადა მადლობა ყველა ქვეყნის ლიდერს. ფრანსუა ოლანდი ასევე პირადად შეხვდა და გაესაუბრა მარშში მონაწილე მოქალაქეებს.
პარიზელები მსოფლიო ლიდერებს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.
















მასალის გამოყენების პირობები






