BBC-ის ცნობით ანგელა მერკელმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ე.წ ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვედრაზე უარი განაცხადა. მან რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა მხოლოდ მაში გაიმართოს, როცა რუსეთი უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს გადაგამს.
„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, მინსკის შეთანხმების შესრულებაში პროგრესის მიღწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის ცნობით, ანგელა მერკელმა პირდაპირ მიანიშნა პუტინს, რომ მან უნდა შეწყვიტოს სეპარატისტთა დახმარება და თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად.
როგორც ცნობილია, ამ შეხვედრის ინიციატივით, რამოდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






