დღეს ყველა გულმოკლული მამა ილია ვართ... მის ადგილას ნებისმიერს შარავანდში შემოსავდნენ - მამა პეტრე
რელიგია - 23:22, 10 Jan, 2015     8269
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია) მამა ილიას შესახებ ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

"ჟორდანიას, რჩეულიშვილის მერე თითქოს წრე შეიკრა და მაშველი რგოლის მესამე, ძირითადი ნაწილი მისი წინამორბედების სახელით მსოფლიოს გადაუგდო ქართული ეკლესიის ღირსეულმა მემკვიდრემ მამა ილიამ...

ამაყი ვარ, ამ შემზარავი უბედურებით ბედნიერიც, თითქოს ღირსებაც შემემატა მისი დაუვიწყარი ქმედებით. ამბის შეტყობისთანავე ცრემლი მომერია, მაგრამ სხვა, არა თვალებიდან, არამედ წარსულის ფესვებიდან წამოსული ცრემლი. ისევ ალაპარაკდა კაცობრიობა ქართველის კიდევ ერთ საზღვაო ტრაგედიაზე. გამაოგნებლად მიკვირს, რამ დაადუმა ჩვენი ქვეყნის ,,პროგრესული", ,,ჰუმანური", კოსმოპოლიტური ღირებულებების მეხოტბე ფრთა?! ეკლესიის კრიტიკას სამართლიანად თუ უსამართლოდ ენის წვერზე ატრიალებენ. მათ შენიშვნებს უფრო დამაჯერებელს გახდიდა დადებითის ჯერ დანახვა, მერე აღიარებაც, მით უფრო, როცა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და ევროპის ოჯახია წევრობაზე ვფიქრობთ.

პირადად ჩემთვის ნებისმიერი პოზიციის თუ ოპოზიციის, მართლმადიდებლის თუ კათოლიკეს მსგავსი ქმედება სახოტბო-საქებარი იქნებოდა. სწორედ ამიტომ არიან ფსევდოლიბერალები, ფსევდოადამიანები, ფსევდოქრისტიანები. სწორედ ამიტომ მიუღებელია მათი კრიტიკა, ძაგება, ჭკუის სწავლება.

მამა ილიას ადგილზე ნებისმიერი რომ ყოფილიყო, შარავანდედში შემოსავდნენ და სამართლიანადაც, რადგან ქრისტიანობა ცხოვრების წესი და შინაგანი რელიგიაა. დღეს ამ ფაქტით ყველა გულმოკლული მამა ილია ვართ და ვიხრჩობით სიძულვილის და უსამართლობის ზღვაში...",- წერს მამა პეტრე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42