პარიზში რამოდენიმე საათის წინ „ქაშერის" მაღაზიასთან, იქ სადაც გუშინ მძევლები იყვნენ აყვანილი, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ამის შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-მა მოამზადა.
მათ სიმბოლურად ხელი ჩაკიდეს და განაცხადეს, რომ პარიზში მცხოვრები ადამიანები არც ერთი რელიგიის წინააღმდეგი არ არის.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ვხვდებით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და თანაცხოვრება ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. არასდროს გვითქვამს, რომ მუსლიმები ცუდები არიან, ჩვენ ვებრძვით ტერორიზმს და იმ ტერორისტებს ვინც ეს ჩაიფიქრა და განახორციელა. წლების საფრანგეთში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთად ვცხოვრობთ. რაც მოხდა იმას გამართლება არ აქვს. რაც მოხდა ეს არის ბარბაროსობა“, - აცხადებენ აქციაზე შეკრებილი სხვადასხვა რელიგიიის წარმომადგენლები.
ასევე, 11 იანვარს პარიზში ერთიანობის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
მასალის გამოყენების პირობები






