„დამარტენ ან გოელში“ მდებარე სტამბის ხელმძღვანელი მიშელ კატალანოსი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ შემოუშვა შენობაში ძმები კოუჩები.
როგორც „სქაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კატალანოსი ჰყვება, სანამ მისი თანამშრომლები იმალებოდნენ, მან ტერორისტ ძმებს ყავა მოუმზადა.
„კარზე ზარის ხმა გაისმა. მე ჩემს თანამშრომლებს ველოდი, ამიტომ კარი შემოწმების გარეშე გავაღე. ამ დროს დავინახე ორი ადამიანი, ხელში კალაშნიკოვებით. მალევე მივხვდი, რომ სიტუაცია სახიფათო იყო და შემოვტრიალდი და შენობაში მყოფ ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, რომ დამალულიყო. რადგან ყველა ვერ დავიმალებოდით, მე ეს ინდივიდები პირევლ სართულზე შემოუშვი. ვითარებიდან გამომდინარე, მათ შევთავაზე რამის დალევა ხომ არ სურდათ, მოვუმზადე ყავა. სანამ ჩემი თანამშრომელი იმალებოდა მე მასთან დაახლოებით ერთი საათი გავატარე. მოგვიანებით როდესაც ჟანდარმი შემოვიდა მათ ესროლეს. მე მესმოდა როგორ დადიოდნენ ადამიანების შენობის ზედა სართულზე, მაგრამ არ ვიცოდი ვინ იყო მაღლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომესმა ხმები - „სად ხართ“. ვუპასუხე, რომ სამალავში ვიყავი. მე ვიყავი შეშინებული“, - ამბობს კატალანოსი.
მასალის გამოყენების პირობები






