ზურაბ ადეიშვილის პოზიცია მისთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, მისი ადვოკატისთვის უცნობია.
,,ბრალდებულთან საუბარი არ მქონია, არ ვიცით მისი ადგილმდებარეობა და არც მისი პოზიცია’’- განაცხადა ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ და დასძინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
,,გუშინდელი პროცესით ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ბრალდებულთან საუბარი არ მქონია, არ ვიცით მისი ადგილმდებარეობა და არც მისი პოზიცია. ყოველ შემთხვევაში საქმე ბუნდოვანია და ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობდა, ამიტომ ბრალის წარდგენის ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობდა", - განაცხადა გრძელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილს ბანკი "ქართუს" ხელოვნურად გაკოტრების საქმეში მონაწილეობის მიღება ედება ბრალად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ქართუ ბანკის’’ საქმეზე ბრალდებულებს, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროს ჯაბა ებანოიძეს, ამავე სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს ოთარ აგლაძეს, მამუკა ლაშხიას , რომან ჩხენკელს და ძველი თბილისის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ მელიას გირაო შეუფარდა.
კერძოდ, ებანოიძეს 30 ათასი ლარის, მელიას 25 ათასი ლარის, აგლაძესა და ლაშხიას 8-8 ათასი, ხოლო ჩხენკელს – 15 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






