პირველი საუბარი შერიფ კუაშთან შედგა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად ,,დამარტენ ან გოელში“ მდებარე სტამბაში მძევალი ყავდა აყვანილი. მეორე საუბარი კი ამედი კულიბალთან, რომელმაც მძევლები პარიზში ებრაულ სუპერმრკეტში აიყვანა.
შერიფ კუაშს BFMTV-ს ჟურნალისტი იგორ საჰირი ესაუბრა, მათი კონტაქტი მხოლოდ ორ წუთს გაგრძელდა. ჟურნალისტის თქმით კუაში მშვიდად საუბრობდა და მისი პასუხებიც წინასწარ მომზადებულს გავდა.
შერიფ კუაშმა დაადასტურა რომ წარგზავნილი და დაფინანსებული იყო იემენის ალ ქაიდას მიერ. ის თავის თავს წინასწარმეტყველის დამცველს უწოდებდა და აცხადებდა რომ Charlie Hebdo-ს ჟურნალისტები მისთვის არა სამოქალაქო პირები, არამედ სამიზნეები იყვნენ. მან ასევე განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი ქალების და ბავშვების ხოცვის, მაგრამ ის სამაგიეროს უხდის დასავლეთის ქვეყნებს ერაყში და ავღანეთში დახოცილი ქალების და ბავშვების გამო.
თავის მხრივ ამედი კულიბალმა დაადასტურა, რომ ის ეკუთვნის არა ალ აქიდას, არამედ ისლამურ სახელმწიფოს და ხალიფატის ინსტრუქციებით მოქმედებს. მისი თქმით, მისი ქმედება სამაგიეროს გადახდაა მუსლიმებზე განხორციელებული ზეწოლის გამო, განსაკუთრებით პალესტინაში. კულიბალის თქმით, მან აღნიშნული სუპერმარკეტი იმ ნიშნით შეარჩია, რომ ის ებრაული იყო.
მასალის გამოყენების პირობები






