მოსკოვი კრიმინალური ომის ზღვარზე
სამართალი - 15:14, 20 Jan, 2013     6777

 

გასროლა, რომელიც განხორციელდა ,,დედ ჰასანის’’ მიმართულებით, იყო შესრულებული სპეცდანიშნულების რაზმის მაღალი დონის იარაღიდან, სახელწოდებით АС ,,ВАЛ’’.

მკვლელი ჩასაფრებული იყო, ,,поварская’’-ს #33-ში, ე.წ. ,,კინომსახიობთა სახლში’’. ექსპერტების მიერ უკვე დადგენილია, რომ ქილერი უმაღლეს დონეზე ფლობდა სპეცდანიშნულების რაზმის შაშხანას. კრიმინლურ ,,გენერალს’’ ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. გარკვეული დროის განმავლობაში კრიმინალური ავტორიტეტი იყო ცოცხალი, ის პირადმა დაცვამ  გადაიყვანა სააავადმყოფოში, თუმცა ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ და მათ მოუწიათ სიკვდილის კონსტატირება.

უსოიანის მტრებს შორის, როგორც დაუნდობელ შურისმაძიებელს, განსაკუთრებულად გამოყოფენ, კრიმინალურ ავტორიტეტს როვშან ჯანიევს, მეტსახელად ,,ровшан ленкоранский’’. ჯანიევი არის აზერბაიჯანული ქურდული სამყაროს ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც აკონტროლებს მოსკოვსა და მის შემოგარენში ყველა მსხვილ ბაზრობას.

2011 წელს ე.წ. ქურდულ ,,სხოდკაზე’’, კანონიერი ქურდი ჯანიევი, ,,დედ ჰასანის’’ ინიციატივით ქურდული წესების თანახმად ,,არაქურდად’’ იქნა მიჩნეული.

როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები აღნიშნავენ, სწორედ ,,ровшан ленкоранский’’ ითვლება უმთავრეს ეჭვმიტანილად, რადგან სწორედ ის იყო ყველაზე მეტად დაინტერესებული ,,დედ ჰასანის’’ მკვლელობაში.

კრიმინალურ სამყაროს საკითხებზე მომუშავე ექსპერტების აზრით, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ უსოიანის განადგურებით, ეს არის ფინალური წერტილი კრიმინალური კლანის კიდევ ერთ წარმომადგენელთან ომისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ტარიელ ონიანი მეტასხელად ,,ტარო’’.

როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფრაქცია ,,ედინაია როსიას’’ დეპუტატი ალექსანრე ხიშტეინი აღნიშნავს ,,მოკლულია დედ ჰასანი და დარწმუნებული ვარ, ახლა დაიწყება ახალი კრიმინალური ომი. საინტერესოა, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ იქნეს აღდგენილი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო’’.

იგივე პოზიციას იზიარებს სახელმწიფო დუმის ექს-დეპუტატი გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე გუროვი, ,,მიმდინარეობს ომი კანონიერი ქურდების კლანებს შორის. ასეთი დღეს-დღეობით არის სამი, ძირითადად ქართული წარმოშობის. მიმდინარეობს ბრძოლა არა ქურდული იდეისთვის, როგორც ეს იყო 40-50-იან წლებში, არამედ ეკონომიკური გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის’’, მისი თქმით ასეთი მკვლელობები გაგრძელდება მიმდინარე 2013 წლის განმავლობაში.

,,მე ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს არა უბრალო გარჩევები, არამედ სერიოზული ომი. დაბრუნდნენ ისინი, რომლებიც იჯდნენ 90-იან წლებში ციხეებში, მოიხადეს 15-20 წელი და ითხოვენ თავიანთი წილის დაბრუნებას’’- განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანატოლი კურიკოვმა.

თავის მხრივ, კრიმინალური მიმომხილველის იური ვერშოვის განცხადებით, ასლან უსოიანი იყო ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი კრიმინალური სამყაროსი. ყველა კრიმინალური დაჯგუფება უხდიდა მას ე.წ. ,,წილებს’’, მას ფულს უხდიდნენ ლეგალური ბიზნესიდანაც კი.

რსებობს ვარაუდი, რომ ,,დედ ჰასანის’’ მემკვიდრე მისი სიკვდილის შემდეგ, აუცილებლად გახდება მისი მარჯვენა ხელი ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, მეტსახელად ,,შაქრო მალადოი''.

ამდენად, შეიძლება დავასკვნად, რომ ფინალი ჯერ კიდევ შორს არის და მოსკოვი კრიმინალური ომის ზღვარზეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42