საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გურჯესტანი, რომელიც „ფრანს 24“-ის ჟურნალისტია, საფრანგეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
„დღეს ხალხს, რომ ველაპარაკებოდი ამბობდნენ, რომ მე არ მაინტერესებს მოკლეს თუ არ მოკლეს გუაშები, რადგან ყველაფერიო დამთავდაო...ზოგი ამბობდა, რომ ტერორისტები არ უნდა მოეკლათ და უნდა გაგვეგო ჯერ რატომ გააკეთეს ეს ყველაფერიო“, - ამბობს გურჯესტანი.
საფრანგეთში საქართველოს დესპანის, გოჩა ჯავახიშვილის თქმით, პოლიციამ გუშინ მძევლების გათავისუფლების დროს პროფესიონალურად იმუშავა.
„პოლიცია ძალიან დინჯდად და პროფესიულად მიუდგა ამ ოპერაციას. ყველა ეტაპზე იგრძნობოდა, რომ პოლიცია მაღალ პროფესიულ დონეზე იყო. ყველაფერი მძევლების გათავისუფლებით და ტერორისტების სიკვდილით დასრულდა“, - ამბობს ჯავახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






