შსს-ს თანამშრომელები ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს
სამართალი - 10:13, 10 Jan, 2015     2167

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის – ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის 27 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის მცხეთის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ზ.ბ. დააკავეს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, 2014 წლის 29 დეკემბერს, სასამართლომ ზ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მეორე განყოფილების დაცვის ინსპექტორი ნ.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს, სასამართლომ ნ.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბ.ჩ. დააკავეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს სასამართლომ ბ.ჩ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს ზესტაფონში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების დასავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ზესტაფონის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ვ.ჭ. დააკავეს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს დეკემბერს სასამართლომ ვ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში მცხოვრები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის მეორე ოცეულის მებრძოლი გ.ლ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს სასამართლომ გ.ლ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში მცხოვრები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის მეორე ოცეულის მებრძოლი გ.გ. დააკავეს. ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 6 იანვარს სასამართლომ გ.გ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42