მათივე ინფორმაციით ის პიროვნება, რომელმაც დღეს პარიზში პორტ დე ვენსანზე მდებარე ქოშერულ სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა და ის ვინც 8 იანვარს მონტრუჟის რაიონში პოლიციელი ქალი მოკლა ერთი და იგივეა და ის ამედი კულიბალია. ვრცელდება ცნობა, რომ კულიბალი არის ის მესამე პირი, რომელიც ძმებ კუაშებთან ერთად "Charlie Hebdo"-ზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. კულიბალი ახლო ურთიერთობაში იყო შერიფ კუაშთან.
კულიბალს კრიმინალური წარსული აქვს და 2001 წლიდან ის ქურდობისთვის რამდენჯერმე იხდიდა სასჯელს, მათ შორის შეიარაღებული ძარცვისთვის. რადიკალ ისლამისტებს ის ციხეში ყოფნის დროს დაუახლოვდა .
2010 წლის ივნისში ის დაკავებული იყო ანტიტერორისტული სამსახურის მიერ, როგორც Smaïn Aït Ali Belkacem-თან კავშირში ეჭვმიტანილი, რომელიც 1995 წელს პაარიზის მეტროში მომხდარი ტერაქტის მთავრი ავტორი იყო.
2010 წელს კულიბალის სახლში ჩხრეკის დროს პოლიციამ 240 ცალი ვაზნა და ავტომატი „კალაშნიკოვი“ აღმოაჩინა.

მასალის გამოყენების პირობები






