ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი
რელიგია - 17:32, 09 Jan, 2015     2228

სამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვით განიცდიან შინაგან კრიზისს, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიც) რელიგიური ფუნდამენტალიზმისადმი. თუმცა მე მტკიცედ მჯერა,თუ როგორ ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდის თავისუფალ ნებასთან. „თავისუფალი ინდივიდი“-ს გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ს-ის დასავლურ აზროვნებას. თავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარად, ვიდრე ორგანულ საზოგადოებაში. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანს-რელიგიის არჩევანის საკითხზე.

ჩვენ მართლმადიდებლები, კატეგორიულად უარვყოფთ პროზელიტიზმის ნებისმიერ ფორმას – იქნება ეს სხვების რელიგიური აზროვნების ცვლილება ზეწოლისა და დაშინების გზით. ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია, როგორც პროზელიტების მაძიებლები ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, აგრეთვე ის მართლმადიდებლები, რომლებიც თავს ახვევენ საკუთარ რწმენას სხვებს. ჩვენ არ გვაქვს დიალოგი მუსლიმებთან და იუდეველებთან იმის გამო, რათა მოვაქციოთ ისინი ჩვენს სარწმუნოებაზე. ასეთი სურვილები იქნებოდა რაღაც ამპარტავნული და შეუწყნარებელი, წინააღმდეგობრივი თავად შეხვედრისა და დიალოგის იდეისა. უფრო მეტიც; ამ ორმხრივ დისკუსიებში ჩვენ არ ვგრძნობთ ასეთ სურვილს, ასევე არ ვგრძნობთ მსგავსს ჩვენი მუსლიმი და იუდეველი კოლეგებისგანაც.

ჩვენ შეშლილ საუკუნეში მოვუწოდებთ ქრისტიანებს მოსალაპარაკეებელ მაგიდასთან დაჯდნენ მუსლიმებთან და იუდეველებთან – ეს სურვილი და მიზანია, რათა დაანახო და დაამტკიცო, რომ რელიგიური განსხვავებანი არ წარმოქმნიან კონფლიქტს ადამინებს შორის. ბოლოსდაბოლოს, თუ კონფლიქტების მიზეზი არის რელიგიებს შორის განსხვავებანი- ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის მაინც იმეფებდა მშვიდობა და კეთილდღეობა. მაგრამ ცნობილია რომ ძალიან ხშირად კამათი, კონფლიქტები და ომებიც კი ხდება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგომ ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის, ხშირად ერთი რეგიონის მაცხოვრებლებს შორისაც კი. ამ დაძაბულ დროში ბევრი დასავლეთში მცხოვრები და სეკულარულად მოაზროვნე ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისწრაფვის გადააქციოს რელიგია განტევების ვაცად, დასდონ ბრალი სხვადასხვა პრობლემების წარმოშობაში, რომლითაც მოცულია ჩვენი მსოფლიო. რაც უფრო მატულობს დაძაბულობა მსოფლიოში, მით უფრო მეტად გაჰყვირიან თითქოსდა რელიგია – სათავეა ყველა ბოროტების, მოითხოვენ სუფთა საერო მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა შესაძლებელია ეს კრიტიკა გარკვეულწილად სწორია. საერთო ჯამში კი რელიგია არაფერ შუაშია, ასე მაგალითად: რელიგია არ არის წყარო სოციალური უთანასწორობის და ნამდვილად არ არის მთავარი მიზეზი მსოფლიოში ზრდადი ეთნიკური დაძაბულობის.

მაგრამ ხდება ხოლმე რომ არასწორი ინტერპრეტაცია წმინდა ტექსტების ნებისმიერ რელიგიაში გამოიყენება ადამიანის ეგოისტური ინტერესების გასამართლებლად ან რათა უზრუნველყონ მორწმუნეების მხარდაჭერა ამა თუ იმ ლიდერისადმი. მიუხედავად იმისა რომ ფუნდამენტალიზმმა შეიმუშავა გარშემო ბევრი უარყოფითი გამოვლინება, ერთი ნამდვილად მართალია-ის უდავოდ გამოიყენება პირადი მიზნებისათვის ან პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. თუმცა პატიოსანმა ხალხმა ყველა რელიგიაში უნდა იბრძოლონ იმისათვის, რათა პატივისცენ ღმერთს და არ ჩავარდნენ ეგოისტურ სატყუარაში, დარჩნენ მტკიცენი წყალობაში, მიტევებასა და თანაგრძნობაში. რა თქმა უნდა ჩემთვის ცნობილია, რომ ყველა ქრისტიანულ დენომინაციებს შორის, იუდეველების ყველა თემში, ისლამის მიმდევრებში ყოველთვის არსებობენ უმცირესობები, განსხვავებული შეხედულებების მატარებლები, მათ შორის ძალიან უკიდურესები. თუმცა, როგორც ქრისტიანი ლიდერი, მე ვიტოვებ იმედს, საბოლოოდ იქნება მიღწეული სახარებისეული თანხმობა, შერიგება და კარგი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ამას გულისხმობდა პავლე მოციქული როდესაც წერდა: „თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ « (რომ 12:18)

წყარო:shotakintsurashvili.wordpress.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42