მოაწესრიგეთ მოსაწესრიგებელი - საინტერესო და სასარგებლო რჩევა ყველას
ეს საინტერესოა - 13:43, 09 Jan, 2015     3876

რა როლს ასრულებენ მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები ადამიანის ცხოვრებაში, როგორ აფერხებენ წინსვლას და რა არის საჭირო იმისთვის რომ წარმატება დროულად მოვიპოვოთ? - ამის შესახებ საინტერესო რჩევებსა და მითითებებს კოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია გვაძლევს.


თამარ კვარაცხელია: „მოაწესრიგეთ მოსაწესრიგებელი… დაალაგეთ დასალაგებელი… მიოცილეთ მოსაცილებელი, უვარგისი და გამოუსადეგარი… გაუშვით გასაშვები… აპატიეთ და დაივიწყეთ, გააჩუქეთ, „წერტილი დასვით“, ისე უბრალოდ ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, თუ ამის გაკეთებას ისედაც იცით, რომ არ აპირებთ….უსასრულოდ შეიძლება გაიხსენო და დაწერო, თუ რამდენი მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები დაგროვდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში.

გაქვთ თუ არა წარსულში დაუსრულებელი საქმეები?

პროექტები რომელიც დაიწყეთ და ბოლომდე ვერ ან არ მიიყვანეთ, იგემთ წარუმატებლობა და თავი დაანებეთ. ატარებთ თუ არა ტკივილს, წყენას, ბრაზს, გრძნობ თუ არა თავს მიტოვებულად – დაშორდით, გაშორდით, მაგრამ არ უშვებთ ემოციურად. მსგავს საკითხებთან ენერგრტიკულად ხართ მიჯაჭვულები და სანამ აწმყოში ცხოვრობთ წარსულის ტვირთით, თქვენ იქნებით მუდმივად იმის განცდაში, რომ რაღაც ხელს გიშლით, გზღუდავთ, ერთ ადგილს ტკეპნით, თქვენი საქმეები არანაირად არ მიდის წინ, ცხოვრებაში არ ხდება რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი…

დაფიქრდით, ჩაიხედეთ გულში და თუ, ეს ასეა, მაშინ არანაირი შანსი არ გაქვთ ბედნიერების. თქვენ ვერ შესძლებთ გაშლილი ხელებით და ღია გულით შეეგებოთ სიახლეებს, მომავალს,თქვენს მომავალს.

როცა იწყებთ რაღაც საქმეს, უთანხმდებით ვინმეს ან გეგმავთ რაღაც ცვლილებებს ცხოვრებაში, თქვენ ამით ინფორმაციულად ტვირთავთ თავს, ქმნით ენერგიას და სანამ ამ ყველაფეს არ მიიყვანთ ბოლომდე (თქვენივე შექმნილი საქმეები მოითხოვენ ყურადღებას) ისინი გამოგაცლიან სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიას.

ნუ აიღებთ ზედმეთ ვალდებულებებს. თქვენ შეგიძლით რამდენიმე საქმეს ერთად მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ ყოველი ახალი დაპირება, შეთანხმება ან ნებისმიერი რამ, ითხოვს გამუდმებით ცოტა ცოტა ყურადრებას და დამატებით ძალისხმევას. საქმეები და დაპირებები უნდა დაასრულოთ, რათა ახალს გამოუნთავისუფლოთ ადგილი და შემოუშვათ.

საიდან მოდის ამდენი დაუსრულებელი საქმეები?

  • ხშირად დაუსრულებელი გრჩებათ საქმეები, რომლებშიც თქვენ გეპარებათ ეჭვი (შესძლებთ ან გააკეთებთ თუ არა).
  • როცა „გასაკეთებელთან“ დაკავშირებით გარკვეული ემოციური და ფსიქოლოგიური ბლოკები გაქვთ.
  • ზოგიერთი საქმე რჩება დაუსრულებელი, რომ არ გყოფნის ცოდნა, გამოცდილება.
  • არ გაქვთ განსაზღვრული, თუ რა და როგორ გააკეთოთ.
  • ზოგიერთები გროვდება იმიტომ, რომ არ იცით როგორ იმუშაოთ სწორად.

საქმის დაწყებისას, დასრულება უნდა იყოს გათვიცნობიერებეული. დასრულებისას კი კითხეთ თქვენს თავს -კიდევ რა არის საჭირო საქმის სისრულეში მისაყვანად? მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებთ გააზრებულად გადადგათ შემდეგი ნაბიჯი და დააფიქსიროთ – საქმე ბოლომდეა მიყვანილი. იყავით დარწმუნებული 5 ბოლომდე მიყვანილი საქმე, მოახდენს გაცილებით მეტ შთაბეჭდილებას ვიდრე, 15 საქმე რომელიც დაწყებული გაქვთ, ან მიყვანილი გაქვთ საქმე ნახევარზე.

არის შემდეგი მეთოდი გაერკვე მიმდინარე საქმეებში.

  1. გააკეთო თვითონ
  2. გადააბარო სხვას
  3. გადადო
  4. მოიცილოთ საერთოდ

შეიძლება მოვიყვანო ჩემი მაგალითი:

პირადად ბევრი წერილები მომდის და ყოველთვის მაქვს პრობლემა მათ გახსნაზე, წაკითხვაზე და პასუხების გაცემაზე. მიიღებთ თუ არა წერილს ელ-ფოსტაზე იქვე განსაზღვრეთ გამოგადგებათ თუ არა და გახსნით თუ არა მას ოდესმე? თუ არა, მოიცილეთ, მისწერეთ და გაეწერეთ გზავნილებიდან ეგრეთვე.

„დაუმთავრებლობა“ არსებობს არა მარტო საქმეში, არამედ უმრავლესობა სახლებში:

უვარგისი ქაღადები და გაზეთები, შეკუჭული და კარგად შეფუთული ტანსაცმეელი, გამოუყენებელი სათამაშოები, პირადი, უსარგებლო და დაძველებული ნივთების გროვა. ყველგან საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ძველი გამოუსადეგარი ნივთები.

მაგრამ გვინდა კი ეს „ხლამი“?

რა თქმა უნდა არა!

ერთ-ერთი თვისება ენეგიის თავისუფალი დინების ჩვენგან და ჩვენსკენ, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ცხოვრებაში და წარმატების მიღწევაში – გაანთავისუფლო შენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი უწესრიგობისგან, რომელიც გონებას ტვირთად აწევს.

მაგალთად:

გადახედეთ თქვენს გარდერობს. თუ შიგნით აღარ არის ადგილი, თუ პერანგები და კაბები უნდა ჩატენო და გამოგლიჯო მთელის ძალით კარადაში, ეს არის ერთ ერთი მიზეზი რომ არ უნდა იყიდო მეტი ტანსაცმელი.

თუ თქვენ რომელიმე ჩასაცმელს უკვე ერთ წელია არ იცმევთ ან საერთოდ არ ჩაგიცვამთ – მოიცილეთ ისინი. გამონაკლისს წარმოადგენს სეზონური ტანისამოსი ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, საღამოს კაბა…

თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს რამე კარგი და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოს ცვლილებები – გაანთავისუფლეთ მათთვის ადგილი… და არა მხოლოდ კარადაში, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტშიც.

თუ გინდათ შეხვდეთ თქვენს „პრინცს“, გაუშვით ყოფილი (აპატიეთ და დაივიწყეთ ძველის არსებობა), რომელსაც აღარ ხვდებით უკევ 5 წელია მაგრამ, თქვემ მაინც მისტირით… თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ახალი საინტერესო პიროვნება რომელიც შეგხვდებათ, თქვენი ქვეცნობიერიდან დაუყონებლივ მიიღებს იმპულსს: „ეს ქალი ვიღაცაზეა ძალიან მიჯაჭვული. ის, ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი“… და ჩაიარა „ბედმა“ … :(

ეჭიდებით რა წარსულ წყენას, შიშებს, დაუსრულებელ საქმეებს, ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს – თქვენ არ გაქვთ იმედი ახლის შეძენის. არ ენდობით სამყაროს, არ ენდობით საკუთარ თავს. უბრალო სიტყვებად რჩება სურვილები, რომ გინდათ გქონდეთ ხვავი და ბარაქა. კი, ცნობიერად ნამდვილად გინდათ და ელოდებით ახალი წლიდან… მაგრამ სამწუხაროდ :( ისინი, შობის და ახალი წლის სურვილებად რჩება და ვერ მოდის.

იცით რატომ?

რადგანაც მას თქვენ არ უშვებთ. სახლის სივრცე, ყველა კუთხე კუნჭული გადავსებულია ძველით და უვარგისით.

სად არის მისი ადგილი?

იმისათვის რომ ბედნიერი მომავალი გამოვლინდეს აწმყოში, უნდა მიიყვანო დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე, უნდა გამოუნთავისუფლო და მოუმზადო სივრცე ახალს.

თუ როგორ და რანაირად მოახერხოთ დაუსრულებელი საქმის დასრულება და ძველები, გამოუსადეგარი ნივთების მოცილება, ამაისთვის რამდენიმე წესს მომდევნო თემაში შემოგთავაზებთ. დღეს სულ ეს იყო.

ამ თემის, დაწერა ამ დღეებში სტუმრად ყოფნის დროს წამოჭრილმა ანალოგიურმა საკითხმა გადამაწყვეტინა. მივხვდი, როგორ ვართ ადამიანები ჩაბღაუჭებულნი – ყუთებში ჩალაგებულ ნივთებს, ვირტინაში განლაგებულ ჭურჭელს, საყვარელ ძველ კაბას, რომელიც წარსულ მოგონებებს აღძრავს.

რისთვის და ვისთვის ვინახავთ? სტუმრობისას პასუხებში, მოსაზრებებში და შეხედულებებში დავინახე რა განსხვავებაა – წარმატებულ და ჩვეულებრივ ადამიანების აზროვნებას შორის.

თუ ჩვენ ვინახავთ გონებაში – უარყოფით მოვლენებს, რეალში – გამოუყენებელ ნივთებს, იმიტომ რომ „რა იცი რა დრო მოვა?…“. დამერწმუნეთ, ეს ასეც იქნება (მიზიდულობის კანონი). ამით ჩვენ ცხოვრებას ვაპროგრამებთ ცუდ დღეზე. კონცენტრაციას ვაკეთებთ არა სიახლეზე, სიმრავლეზე, ბარაქაზე და ხვავზე, არამედ – ხელმომჭირნეობაზე, სიდუხჭირეზე, ავადმყოფობაზე…. და მერე ვზივართ და გვიკვირს, რატომ?…

წარსულში დარჩენის სურვილი ვერ შეცვლის, ვერავის მომავალს, ეს შეუძლებელია. რადგან მომავლის შენება იწყება დღეს, ამ წუთას… ზოგიერთი კი წარსულიდან ვერ გამოსულა.

სიახლეებისთვის აუცილებელია განთავისუფლდე ძველი უვარგისი მძიმე ტვირთებისგან და მომავალის შექმნა დაიწო გაშლილი ხელებით, ღია გულით და წარმატებაც არ დააყოვნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42