თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე გამომძიებლის, ზაზა შანშიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვის ცხედარს ბალზამირება არ ჩატარებია.
შანშიაშვილის ინფორმაციით, როდესაც ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიება ჩაიბარა საქმის მასალებს დალუქული ვიდეოკასეტები ახლდა.
მისი განმარტებით, კასეტებს „ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზა“ და „რაულ უსუპოვის ექსპერტიზა“ ეწერა.
გამომძიებლის თქმით, თავის ტრეპანაციის პროცესი ნეიროქირურგებთან ერთად შეისწავლა, რომლებმაც მისი თქმით, აღნიშნეს, რომ სხეულის რბილ და მაგარ გარსზე საეჭვო უბნები არსებობდა. კერძოდ, შეშუპებები და დაჟელილობები.
საქალაქო სასამართლოში ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება ამ წუთებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






