შეზღუდვები შსს-ში - რას უკრძალავს ჭიკაიძე თანამშრომლებს
სამართალი - 10:44, 09 Jan, 2015     7032

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანებით ძალაში შევიდა ცვლილება "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე" შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში.

აღნიშნული ცვლილება შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხას განსაზღვრავს.

დისციპლინის დარღვევას ითვლება სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება, შრომის შინაგანაწესის დარღვევა, სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება, სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით და იერსახით გამოცხადება, სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას, სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით, სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა.

ასევე დარღვევად მიიჩნევა არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე დაგვიანება, თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე, სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა, სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება, შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა; აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "ბეიჯის" ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება.

საპატრულო პოლიციას საპატრულო მანქანიდან მოქალაქესთან საუბარი, დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვა მხედრული სალმის გარეშე მარეგულირებლის მიერ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42