გემო, პროდუქტი და სექსი - რა კავშირი აქვს საკვებს სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილებასთან
ეს საინტერესოა - 10:43, 02 Mar, 2018     12347
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება ცოტა არ იყოს ეჭქვეშ აყენებს ასეთი საშუალებების ეფექტურობას და მათ მოქმედებას პლეცბოს ეფექტს უფრო მიაწერს, ისტორიულად მრავალი საკვები და სასმელი ცნობილია, როგორც სექსის სურვილის ამაღლების საშუალება. მედიცინის ენით რომ გადმოვცეთ, ეს არის ნივთერება აფროდიზიაკი, რომლის არსებობა საკვებ პროდუქტებში სექსუალურ სურვილს უმაღლებს, ანუ ადამიანს მატებს ლიბიდოს.

ალბათ მიხვდებით, სახელი, აფროდიტესგან - ბერძნული მითოლოგიიდან, სიყვარულის და სექსუალობის ქალღმერთიდან მომდინარეობს.

აფროდიზიაკი შედის თითქმის ყველა ტიპის საკვებში, იქნება ეს ხილი, ხორცეული, ბოსტნეული თუ ნუგბარი, ასეთი პროდუქტის სულ 13 ჩამონათვალი არსებობს, რომელთა შემადგენლობაში აფროდიზიაკი უკვე აღმოჩენილია, მათგან რამდენიმე შესაძლოა მკითხველისთის უკვე ცნობილი იყო.

მოდით გადავხედოთ ცამეტივე მათგანს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის სიახლე იყო სექსუალური სურვილის ამაღლების თვალსაზრისით და რომელიც, არანაირ რისკებს არ შეიცავს მისი დაგემოვნებისას )))))

მაშ ასე, მარწყვით დავიწყოთ...

მარწყვი - მარწევი შეიცავს თუთიას, რომელიც სექსუალურ ჰორმონს, ტესტოსტერონს გამოჰყოფს. სასარგებლოა დღეში 100-200 გრ მარწყვის მიღება.

ავოკადო - ავოკადო შეიცავს ფიტოსტერონებს, რომლებიც სურვილს აღძრავს და სექსუალურად აქტიურს ხდის ადამიანს. კალციუმითა და ცილებით მდიდარი ავოკადო არ ჩამოუვარდება ხორცპროდუქტებს, მაგრამ ხორცისგან განსხვავებით, ავოკადო ადვილად და მალე გადამუშავდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაგიზოგავთ ძვირფას დროს და ძალებს სექსუალური გმირობების ჩასადენად.

გარდა ამისა, წვნიანი ავოკადო შეგიძლიათ ლოგინში, რაუნდებს შორისაც მიირთვათ.

ინდისხურმა, იგივე ფინიკი - ფინიკი თავისი სასწაულმოქმედი თვისებებით ჯერ კიდევ უძველეს ეგვიპტეში იყო ცნობილი. ის ასუფთავებს სისხლს და აძლიერებს სპერმის გამოყოფას. ფინიკი ასევე სასარგებლოა იმით, რომ ახანგრძლივებს სექსუალურ აქტს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას.

თაფლი - თაფლი, ყველაზე გემრიელი და ტკბილი აფროდიზიაკია. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სექსუალური ენერგიის ბუნებრივი აღმდგენი საშუალება. დიდი რაოდენობით ენერგეტიკული ნივთიერებების შემცველ თაფლს შეუძლია სწრაფად და ეფექტურად აღადგინოს სექსუალური ენერგია. ძალიან სასარგებლოა თაფლის ყოველდღიურად მიღება, ოღონდ ზომიერად – ერთი ჩაის კოვზი დღეში ცხელ ჩაისთან ერთად.

მზესუმზირა და თხილი - თხილი და მზესუმზირა ასევე არაჩვეულებრივი ბუნებრივი აფროდიზიაკია. დიდი რაოდენობით B და E ვიტამინების შემცველი თხილი და მზესუმზირა დადებით გავლენას ახდენს პოტენციაზე. უძველესი დროიდან პოტენციის ასამაღლებლად ინდოეთში თაფლში არეულ მოხალულ მზესუმზირას იყენებდნენ.

ყველანაირი თხილეული აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას და მოქმედებს პოტენციაზე. მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიგოზი, თხილი და ნუში. ისინი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე და თაფლთან ერთად.

შოკოლადი - ცნობილია, რომ შოკოლადი გუნება-განწყობილებას ამაღლებს, ენერგიით გვავსებს, ითვლება აქტიურ აღმგზნებ საშუალებად, განსაკუთრებით ქალებისთვის. შოკოლადი სიამოვნების ჰორმონის – სეროტონინის – გამოყოფას უწყობს ხელს.

დღეში 50-30 გრ შოკოლადის მიღება აამაღლებს თქვენს სექსუალურ ენერგიას და განწყობას.

ნიახური - ნიახური მადამ დე პომპადურის საყვარელი სალათების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი იყო. ეს ქალბატონი ისე, როგორც არავინ, ერკვეოდა სიამოვნების მიღებაში. ნიახური მდიდარია C ვიტამინით, კალციუმით, კალიუმითა და ფოსფორით.

ჯანჯაფილი - ჯანჯაფილი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ინტიმური ქსოვილები მოჰყავს ტონუსში. ის სასარგებლოა, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.

ჯანჯაფილის მიღება შეგიძლიათ:

ჩაის დანამატის სახით. შეურიეთ ჯანჯაფილის ფხვნილი თაფლს და მიირთვით ჩაისთან ერთად.

სასმელი. დაასხით 1 ჩაის კოვზ გამომშრალ და დანაყილ ჯანჯაფილს ერთ ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ, გადაწურეთ და მიირთვით.

ნაყენი. 100 გრ ჯანჯაფილის ფესვს დაასხით 300 გრ სპირტი. გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 10-10 წვეთი ნაყენი ყოველ საღამოს.

ზეითუნის ზეთი - ზეითუნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც სასქესო ორგანოების მუშაობაზე მოქმედებს. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია დღეში 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება (შესაძლებელია ამ ზეთით სალათის შენელება). ის აუმჯობესებს ერექციას.

კვერცხი - ძველი არაბული ტრაქტატის ავტორი შეიხი ალ-ნაფზანი მამაკაცებს პოტენციის ასამაღლებლად კვერცხის მიღებას ურჩევდა: "მამაკაცმა ცხიმში უნდა შეწვას დიდი რაოდენობით კვერცხი, მოასხას დიდი რაოდენობით თაფლი და კარგად აურიოს. მომზადებულ კერძს უნდა მიაყოლოს დიდი რაოდენობით პური – და მაშინ დარწმუნებული იყოს, რომ მისი სასქესო ორგანო მას მთელი ღამე არ მისცემს მოსვენებას."

საქმე ისაა, რომ კვერცხს, ისე, როგორც არცერთ სხვა პროდუქტს, შეუძლია შეავსოს მამაკაცის ორგანო პროტეინის აუცილებელი მარაგით, A და B1 ვიტამინებით და ორგანიზმი მზად არის ახალი გმირობების ჩასადენად.

ნიორი - სამწუხაროდ, ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება წავიდეთ რომანტიკულ პაემანზე ნივრის მიღების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიორი მაინც შესანიშნავ აფროდიზიაკად ითვლება. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში და გავლენას ახდენს აღგზნებადობაზე.

ზღვის პროდუქტები - ზღვის პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და ადვილად შესათვისებელ ცილებს. ყველა ამ პროდუქტიდან საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ხიზილალა და ხამანწკები. ხიზილალა მდიდარია სხვადასხვა პროტეინითა და ფოლიუმის მჟავით, რომელიც ასეთი აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ორსულობას გეგმავს.

ხამანწკები შეიცავს ჰორმონს დოპომინს, რომელიც ლიბიდოს განვითარებას უწყობს ხელს. მასში შემავალი თუთია ამაღლებს ტესტოსტერონისა და რკინის დონეს, რაც ორგანიზმის ქსოვილებს ჟანგბადით ავსებს.

ხორცი - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხორციც არაჩვეულებრივი აფროდიზიაკია, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. დიახ, ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ხორცის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის, თუმცა მისი ზომიერად გამოყენების შემთხვევაში მამაკაცის პოტენცია საგრძნობლად მაღლდება.

ხორცეულ აფროდიზიაკებს შეიძლება მივაკუთვნოთ საქონლის, ქათმის და კურდღლის ხორცი. ღორისა და იხვის ხორცი, სჯობს, ფრთხილად მიიღოთ და ცოტა რაოდენობით, რადგან ისინი ძალიან ცხიმიანია და დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხორცის სარგებლიანობა დამოკიდებულია მის მომზადებაზე. მაგალითად, მოხარშული და ღუმელში გამომცხვარი ხორცი მარტივად შეითვისება ორგანიზმის მიერ და სქესობრივი სფეროს მუშაობასაც ხელს უწყობს.

ხოლო შემწვარი და დამარილებულ ხორცს სჯობს მოერიდოთ – ეს უკვე არ ითვლება აფროდიზიაკად. სხვათა შორის, არ უნდა დაგავიწყდეთ ხორცთან ბოსტნეულის გარნირიც, რადგან სქესობრივი ჯირკვლების მუშაობა და პოტენციის ამაღლება ასე უფრო ეფექტურად ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42