ულტრამემარჯვენენე ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენიმ დიდი სურვილი გამოთქვა, რომ დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა მიესაჯოს. ლე პენის სრუვილია, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს ამ მოთხოვნას.

მარინ ლე პენმა გააკეთა შეთავაზება, რომ ჩაატარონ კენჭისყრა სიკვდილით დასჯის რეინტროდუქციაზე. “საფრანგეთი უნდა იყოს გადაწყვეტილების მდგომარეობაში. მე პირადად მიმაჩნია, რომ აუცილებელია აღსდგეს კანონი “სამართლებრივ არსენალში” სიკვდილით დასჯის შესახებ, უმეტესად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში”,- განაცხადა მარინ ლე პენმა ტელეარხ “ France 2″ გასული გადაცემის საწინააღმდეგოდ.
გასული წლის ნოემბრის თვეში, მარინ ლე პენის მამას და პარტიის დამაარსებელს, ჟან მარი ლე პენს ასევე სურდა სიკვდილით დაესაჯათ ფრანგი ისლამისტი მაქსიმ ჰაუჩარდი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოდან იქნა იდენტიფიცირებული. მისი ქალიშვილმა მარი ლე პენმაც ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი უნდა წავიდეს მიმართულებით, “ომი ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ”, რადგან ისლამისტებმა საფრანგეთს ომი გამოუცხადეს.


გამოცემა მარი ლე პენის შესახებ წერს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში (2017) მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, იგი ევროპას მოევლინება როგორც კოშმარი, რადგან მისი დევიზია, ” საფრანგეთი უპირველესი და საფრანგეთი ფრანგებისთვის’. სავარაუდოდ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთი პირველ რიგში გამოვა ევროს ზონიდან, მოახდენს ფრანკის რეინტროდუქციას და დააწესებს სასაზღვრო კონტროლს.
მარინ ლე პენის პარტია საფრანგეთში ერთ-ერთი დიდი რეიტინგის მქონე პარტიაა, მას შემდეგ რაც მან გაიმარჯვა ევროპულ არჩევნებში, მისმა რეტინგმა საგრძნობლად აიწია და იგი 25%-ს აღემატება. ლე პენი ასევე მონაწილეობდა საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
მარინ ლე პენი აქტიურად იბრძვის “საფრანგეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ”. იგი ებრძვის ისლამისტებს და ემიგრანტებს, უცხოელ ინვესტორებს და ასევე “ბრიუსელის და ბერლინის დიქტატს”.
ნატო და ამერიკაა მისთვის სასიამოვნო. ლეპენის აზრით, ფრანგების სოციალური დახმარება უნდა განსაზღვროს საფრანგეთის მოქალაქეებმა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და ბანკები სახელმწიფოს კუთვნილებაა. ლეპენი ანგელა მერკელის წინააღმდეგ გამოდის და მას სასტიკი ეკონომიკის გამო უპირისპირდება. მისი საყვარელი მეტოქე კი ევროკავშირია, რომელმაც საზღვრები გაუხსნა. კითხვაზე, რა არის ვეროპა დღეს, ლე პენმა პასუხად აფრიკელი ლტოლვილების ფოტო უჩვენა. მისი პოლიტიკა არის პოპულისტური, ნაციონალისტური, და ქსენოფობიური. ლე პენის მამა კი 70-იან წლებში ეროვნული ფრონტის დამფუძნებელია, რომელიც ფრანგულ პოლიტიკაში საიდუმლოებით მოცულ ფიგურად მიიჩნევა - წერს გამოცემა bild.de.
მასალის გამოყენების პირობები






