"ერთი ძმა - ქამრით, მეორე კი ხელით მოახრჩვეს" - დიღომში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები
სამართალი - 12:45, 08 Jan, 2015     7745

თბილისში 2 იანვარს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ძმები ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში სადისტურად მოკლეს. მათი ცხედრები დეიდამ და კომპანია"ჯეო ლიფტის" თანამშრომლებმა მეორე დღეს ბინაში აღმოაჩინეს. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის ღამეს 12-დან 2 საათამდე სახლიდან ხმაურის ხმა გამოდიოდაო. როგორც „ჯეო-ლიფტის“ თანამშრომელი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ყვება, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი.

„ალბათ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა დანაშაული. დენისი თურმე ქამრით მოახრჩვეს, მერე მისულა სახლში საშა და ისიც ხელით მოახრჩვეს, უკვე მკვდარი შეათრიეს საშა აბაზანაში. ბიჭებს სხვა დაზიანებებიც აქვთ. ორივე ძმა ერთად რომ ყოფილიყო სახლში მათ ვერ მოერეოდნენ. საშას თავშიც აქვს დაზიანება“, - ამბობს კომპანიის თანამშრომელი.

როგორც ცნობილია, ძმები ატარშიკოვები ბინაში მარტო ცხოვრობდნენ. ობლობაში გაზრდილებმა თურმე ცხოვრება თავიანთი შრომით აიწყვეს. დედა ადრე გარდაეცვალათ, მამა მოსკოვში ცხოვრობდა და პერიოდულად ჩამოდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული სამი პირი დააკავა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42