ტერაქტი Charlie Hebdo-ზე: დაღუპული მთავარი რედაქტორი და სამი კარიკატურისტი
მსოფლიო - 19:05, 07 Jan, 2015     3027

პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც კალაშნიკოვის ტიპის იარაღით იყვენ შეიარაღებულნი და ჯიჰადისტებისთვიც ჩვეულ სამოსში გამოწყობილნი, ხოლო სახეზე ნიღბები ეკეთათ. ისინი ყვიროდნენ "დიდება ალაჰს" და "ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!".

თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებული ნახეს.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

შემთხვევის ადგილზე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს რათა იპოვონ და დასაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც „ განახორციელეს თავდასხმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრინციპებზე“

ოლანდმა მომხდარს „საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი“ უწოდა.

საფრანგეთის ლიდერის განცხადებით უახლოეს მომავალში ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა ჩატარდება.

პარიზში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც, დევიდ კემერონმა საფრანგეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და მედიის თავისუფლების დაცვაში დახმარება აღუთქვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42