ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში სატირული გაზეთის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით დაშავებულთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
თვითმხილველების ინფორმაციით თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც კალაშნიკოვის ტიპის იარაღით იყვენ შეიარაღებულნი.
შემთხვევის ადგილზე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს რათა იპოვონ და დასაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც „ განახორციელეს თავდასხმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრინციპებზე“
ოლანდმა მომხდარს „საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი“ უწოდა.
საფრანგეთის ლიდერის განცხადებით უახლოეს მომავალში ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა ჩატარდება.
პარიზში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც, დევიდ კემერონმა საფრანგეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და მედიის თავისუფლების დაცვაში დახმარება აღუთქვა.





მასალის გამოყენების პირობები






