"პოლიციას ეს პირი არ დაუკავებია. სამართალდამცველებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მხოლოდ მისი მეგობარი გადაიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში.
რაც შეეხება ადეიშვილის დედის განცხადებას, რომ შვილის ძებნაში პოლიციამ დახმარებაზე უარი უთხრა, შსს-ში განმარტავენ, რომ ოჯახს სამართალდამცველებისთვის ამ თხოვნით არ მიუმართავს.
ადეიშვილის დედის ინფორმაციით კი გუშინ საპატრულო პოლიციამ ქუჩაში მისი შვილის დაპატიმრება სცადა, თუმცა ბიჭმა მათგან თავის დაღწევა მოახერხა, და გაიქცა.
„ისეა შეშინებული, ვერაფერს ვერ ამბობს. ნაცემია, თვალი აქვს დალურჯებული. პოლიციამ მიაყენა ეს ტრამვა, ამის მოწმეებიც არიან. დაჭერის დროს ოთხი-ხუთი კაცი მივარდა, დაუგრიხეს ხელები და მანქანაში ჩასვეს. როგორც ბავშვმა თქვა, ამის შემდეგ გზაზე პიკაპი გადაუდგათ, იარაღი ჰქონიათ და ჩემი შვილი ამ დროს შეშინებული სადღაც გაქცეულა“, - ამბობს ადეიშვილის დედა.
მასალის გამოყენების პირობები






