დევნილები საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში შეღავათებით ისარგებლებენ
საზოგადოება - 13:22, 19 Jan, 2013     398
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელონ ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების საქმეში.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეძლებათ, მრავალპროფილური, ხარისხიანი და კომფორტული მომსახურება მიიღონ. ეს ითვალისწინებს შემდეგი სერვისების მიწოდებას - ყველა სახის ამბულატორიული დახმარება, სამეანო-გინეკოლოგიური და სომატურ-ქირურგიული ფართო პროფილის მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.
როგორც მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

"სამედიცინო ცენრტთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ვიზიტი დევნილთა ჩასახლების ადგილებში და სამედიცინო მომსახურების ადგილზე გაწევა. აღნიშნული სამედიცინო ცენტრი იღებს ვალდებულებას, რომ დევნილ მოსახლეობას მოემსახუროს პრაქტიკულად, უფასოდ და რიგ შემთხვევებში ძალიან შეღავათიანი ფასებით. იმედი მაქვს, რომ შეჭირვებული დევნილები, რომლებიც 20 წელია, მძიმე მდგომარეობაში არიან, გარკვეულ მხარდაჭერას იგრძნობენ", - განაცხადა დარახველიძემ.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის სამედიცინო ცენტრის მხრიდან ხელი წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ სურგულაძემ მოაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42