თავისუფლების ზონა ანუ სად იწერება 2015 წლის სცენარი…
ეს საინტერესოა - 15:53, 06 Jan, 2015     3882

თამარ საგინაშვილის საახალწლო მილოცვა და ორიგინალური საჩუქარი ყველასთვის, მათთვისაც კი ვინც ცხოვრებისგან სასწაულებს აღარ ელის. თქვენ უბრალოდ წაიკითხეთ და ქმედების სურვილი თქვენდა უნებურადვე გაგიჩნდებათ. რადგან ეს არის რჩევები იმ ადამიანისა, რომელმაც ძალიან მოკლე დროში სასწაული მოახდინა და სწორედ ქვემოთ მოყვანილი მეთოდებით ბევრი იმედგაცრუებული ადამიანის ცხოვრება დადებითად შეცვალა ...




გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!

რამდენჯერ მოისმინეთ ეს სიტყვები წელს? შარშან? ცხოვრების მანძილზე?

... არც მე დამითვლია.

მთავარია, რომ ამ სიტყვებს ყველა გულწრფელად და სიხარულით, სავსე გულით და ამაღლებული ემოციით წარმოთქვამს.

გიყვართ დღესასწაულები?

ბევრს არ უყვარს. დღესასწაული თავისებური ლაკმუსის ქაღალდივითაა - ამ დღეს ყველაზე უკეთ ჩანს რამდენად ბედნიერი და რეალიზებულია ადამიანი და რამდენად ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. თუ თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დღესასწაულებზე ქრონიკულად ცუდ ხასიათზეა და განსაკუთრებით გრძნობს მარტოობას და სევდას, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ისე არ არის, როგორც გსურთ და ალბათ არც კი გჯერათ, რომ რაიმეს შეცვლა შეგიძლიათ.

მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა, მოგწონთ თუ არა, გინდათ თუ არა, რომ ეს ასე იყოს, ჩვენი ცხოვრების სცენარს ყველა შემთხვევაში თვითონ ვწერთ. ზოგს საპნის ოპერების წერა გამოსდის კარგად, ზოგს დრამის, ზოგი საშინელებათა ფილმის სცენარების დიდოსტატია, ზოგი კომედიების და ზოგიც - ზღაპრების ( თუმცა, ზღაპარსაც გააჩნია).

ბედნიერი ცხივრება ერთი შეხედვით, ყველას გვინდა. მაგრამ როცა საქმე იმაზე მიდგება, რომ ამისათვის თავი უნდა შევიწუხოთ, რაღაც ვისწავლოთ, წავიკითხოთ, გავაკეთოთ, შევასრულოთ აი, აქ კი ხშირად "ვჭედავთ". ამას კომფორტის ზონიდან გამოსვლა ქვია და ეს პროცესი საშინლად არ უყვარს ჩვენს იმ ნაწილს, რომელსაც ქვე-ცნობიერს უწოდებენ და ასევე ძალიან არ უყვარს სიახლეები.

არადა ყველაფერი სწორედ ამ სიახლეებზე და ცვლილებებზეა დამოკიდებული, ცვლილებებზე, რომელიც ჩვენში - ჩვენს ცნობიერებაში, ხასიათის თვისებებში, სამყაროს ჩვენეულ ხედვაში უნდა შევიტანოთ.

მახსოვს, როგორ გამიკვირდა, როცა სულ პირველად მოვისმინე ფრაზა, რომ ყველას ჩვენი რეალობა გვაქვს.ვერაფრით მივხვდი, როგორ შეიძლება რეალობა სხვადასხვანაირი ყოფილიყო. რასაც მე ვხედავ, იმას ხედავს სხვაც. რას ნიშნავს სუბიექტური რეალობა? რა სისულელეა...ასეთი ფიქრები მიტრიალებდა თავში, მაგრამ ამავე დროს შიგნით, სადღაც, არ ვიცი, გულის სიღრმეში თუ სად, ვხვდებოდი, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანს ნიშნავდა და ამიტომაც ვფიქრობდი ამაზე.

"სუბიერქტური რეალობა" როგორც იტყვიან, ჯერ კიდევ „ყვავილი“ იყო იმასთან შედარებით, რაც მერე და მერე მესმოდა და მაოცებდა.

გარეგანი ასახავს შინაგანს...

ჩვენ ვქმნით ჩვენს რეალობას... ( აჰა, ის კმარა, რომ თურმე ყველას რეალობა სხვადასხვაა, ახლა კიდევ მე მკიდებენ პასუხისმგებლობას, შენ ქმნიო)...

სამყარო სარკეა - რასაც შექმნი შენი გონებით, იმას დაგიბრუნებს განხორციელებულს... ( რაღა გვიჭირს, აგვიწყვია ცხოვრება. ასე მე სულ ყველაფერი კარგი მინდა რომ მქონდეს და რატომ არ მაქვს?)

ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, თვითონ იზიდავ... ( მოდი და ნუ გაგიჟდები! ეს გიჟი მეზობელი რომ გამომიხტა გუშინ, შენს ეზოში ფანჩატურს რატომ აშენებო, მე ვუთხარი, მოდი მეჩხუბე-მეთქი?)

თუკი რაიმე ხდება ან არ ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის ასე სჯობს... ( გაიხარე, ძლივს არ მივხვდი ავად რატომ ვარ! რა თქმა უნდა, ჩემთვის სჯობს ავად ვიყო! ჯანმრთელობა მავნებელია!)..

ცხადია, სიტყვა-სიტყვით აღარ მახსოვს 7 წლის წინ სინამდვილეში რას ვფიქრობდი თვითეულ ამ ფრაზაზე და ახლა სავარაუდო ვარიანტები მოვიყვანე, მაგრამ კარგს რომ არაფერს ვიფიქრებდი, ცხადია.

მით უმეტეს ჯანმრთელობაზე - მაშინ ხომ თითქმის ინვალიდი ვიყავი, თანაც მრავალ-მცირეწლოვან-შვილიანი და ჩემთვის იმის თქმა, რომ მე ეს საშინელი დაავადება ჩემს სასარგებლოდ მჭირდა და გაუთავებელი ტკივილებიც მე თვითონ შევქმენი, ისეთი აბსურდი იყო, რომელზეც შეიძლება ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი პასუხი გამეცა კარგად რომ არ ვყოფილიყავი აღზრდილი:)))))

გითხრათ, ახლა რას ვფიქრობ ამაზე?

ამასწინათ რაღაცას ვწერდი და უცებ თავში ასეთი აზრი მომივიდა: თუ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ რაც ხდება ჩემს სასარგებლოდ ხდება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა უნდა ვისწავლო ამ სიტუაციიდან, ამ მარცხიდნ თუ პრობლემიდან, და რახან ეს სამყაროს კანონზომიერებაა, მაშინ ეს კანონზომიერება უნდა ყოფილიყო მაშინაც, როცა ეს ყველაფერი არ ვიცოდი. და ჩემი წარსული ტკივილები და მარცხები ისევ ჩემთვის უნდა ყოფილიყო წესით სასარგებლო.

და გადავწყვიტე გამეანალიზებინა ხუთი ყველაზე მძიმე სიტუაცია ჩემი წარსული ცხოვრებიდან და შემემოწმებინა, რამდენად მუშაობდა ეს კანონზომიერება მაშინ, როცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი.

და როცა სიმართლეს პატიოსნად ჩავხედე პირდაპირ თვალებშიJ) აღმოვაჩინე, რომ ხუთივე მძიმე სიტუაციამ საბოლოო შედეგად მოიმიტანა ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ჩემს ცხოვრებაში!!!

მათ შორის, ავადმყოფობამაც! კონკრეტულად - პირველ რიგში სწორედ იმ ავადმყოფობის დაგამოუვალი მდგომარეობის დამსახურებაა ის, რომ მე ახლა ამ პოსტს ვწერ:)) რომ დავწერეწიგნი, რომელიც ეხმარება ადამიანებს:)) რომ მე ახლა ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ამითადამიანებისთვის სარგებელი მომაქვს:)) რომ ვარ მადლიერი ჩემი ცხივრების გამო და რომვარ რეალიზებული:))

საიდან, როგორ და კიდევ რა დასკვნები გამოვიტანე დანარჩენი ოთხი სიტუაციიდან, ამაზე თუ გინდათ სხვა დროს მოგიყვებით, თორემ ახლა ძალიან გამიგრძელდება სიტყვა.

მთავარი, რაც მინდა ამით გითხრათ: ყველა ამ მარცხმა თუ პრობლემამ თავისთავად კი არ მოიტანა ის კარგი და ის წარმატება, რაც მოიტანა!!! მე რომ არ მიმეღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამედგა ნაბიჯები, არ მესწავლა, არ მემოქმედა, არ დამეძლია შინაგანი წინააღმდეგობები - ხშირად საკმაოდ ძლიერი, არ მემუშავა ხასიათის იმ თვისებებზე და ჩვევებზე, რომლებიც ხელს მიშლიდნენ წინსვლაში, მაშინ ეს მარცხები მარცხებად დარჩებოდა, კიდევ უფრო გაღრმავდებოდა და გამრავლდებოდა და ისე წავიდოდი ამქვეყნიდან, ვერც კი მივხვდებოდი, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მაინც შემეძლო.

ჩემი მარცხები ჩემს გამარჯვებებად აქცია იმან, რომ მე ერთ დღესაც ავდექი და სწორიგადაწყვეტილება მივიღე, დავიწყე მოქმედება და სწორი ნაბიჯები გადავდგი.

ჩვენი ცხოვრება გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვია. ჩვენ ყოველ წუთს ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. წავიდეთ თუ არ წავიდეთ, ავდგეთ თუ ვიწვეთ, გავბრაზდეთ თუ არ გავბრაზდეთ, გავთხოვდეთ თუ არ გავთხოვდეთ, მდიდარი ვიყოთ თუ ღარიბი, წარსულში დავრჩეთ თუ მომავალში ვიფრინოთ, თუ აქ და ახლა ვიყოთ ბედნიერი იმით, რაც გვაქვს... ეს ჩამონათვალი უსასრულოა...

და იმასაც ჩვენ ვწყვეტთ, როგორ ხასიათზე ვიყოთ ახალ წელს!!!

და იმასაც, როგორი იქნება ჩვენთვის მომავალი წელი!!!

თუ ჩემი სიტყვები ნელნელა გაბრაზებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და კიდევ ცოტა ხანს ამიტანეთ:))

ზოგადად, ნებისმიერ მოვლენასა და ჩვენს რეაქციას შორის, კონკრეტულად კი მაგალითად, ჩემს ამ პოსტსა და მასზე თქვენს რეაქციას შორის არის რამდენიმე წამი. და ეს რამდენიმე წამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის,რასაც მე ახლა ვწერ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც თქვენ იფიქრებთ ახლა.

ეს არის თქვენი არჩევანის, თქვენითავისუფლების წამები! სწორედ აქ იქმნებათქვენი რეალობა! სწორედ ეს წამები მოგვცასამყარომ იმისთვის, რომ გავხდეთ ჩვენიცხოვრების სცენარისტები! ჩვენ ვერ შევცვლით გარემოს და ვერც სხვა ადამიანებს. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი თავი და ჩვენი რეაქცია გარემო პირობებზე.

მე ყველასთვის ერთნაირად ვწერ. მაგრამ ამ რამდენიმე წამში არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ გადაწყვიტოთ გაბრაზდეთ, იმიტომ რომ ყველა უბედურებას თქვენ გაბრალებენ.

არის შესაძლებლობა, რომ უბრალოდ ხელი ჩაიქნიოთ, კიდევ ერთი ფანტაზია და სისულელეაო თქვათ და გააგრძელოთ ცხოვრება ისე, თითქოს არც გაგიგონიათ,რომ თქვენს ცხოვრებას თქვენ ქმნით.

და არის შესაძლებლობა, რომ დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ: მოდი, ვცდი. ვიცხოვრე ამდენ ხანს ისე, როგორც ვიცხოვრე და დიდი არაფერი გამოვიდა, ახლა სხვაგვარად ვცდი.

და თუ ამ გადაწყვეტილებას მოქმედებასაც მოაყოლებთ - წაიკითხავთ, მოისმენთ, შეუერთდებით მათ, ვინც უკვე ქმნის საკუთარ ცხოვრებას, მაშინ ამ წამებში გაკეთებული თქვენი თავისუფალი არჩევანი ისეთ გრანდიოზულ ცვლილებებს მოგიტანთ, როგორიც ჯერ არასოდეს ყოფილა თქვენს ცხოვრებაში.

და მე ბედნიერი ვიქნრები, თუ ერთი კაცი მაინც მომწერს, რომ თავისუფალი არჩევანის წამებში უკეთესი ცხოვრების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ბედნიერი ვიქნები იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რამდენი საოცარი და საინტერესო რამ გელით წინ.

ოღონდ ერთი გაფრთხილება: პიროვნული ზრდა პროცესია და არა შედეგი!

ის არასოდეს მთავრდება. თუ დაიწყეთ, ჩათვალეთ, რომ უკანდასახევი ხიდები დამწვარია:))) გზა მხოლოდ წინ, გამარჯვებისკენ მიდის. ეს იავარდით არ არის მოფენილი, მაგრამ ყოველ წინგადადგმულ ნაბიჯს ისეთი სიამოვნება მოაქვს, რომ უკან გახედვა აღარც მოგინდებათ.

ხოლო ვინც ვერ დავარწმუნე ( ასე ადვილი რომ იყოს ადამიანების დარწმუნება:)))) მათთვის საჩუქარი მაქვს. ეს არის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი. და ის ამბობს: იყავით მადლიერი იმით, რაც გაქვთ, თუ გინდა, რომ უფრო მეტი მიიღოთ!!! ამისათვი ძალიან მარტივად წერეთ მადლიერების დღიური საღამოობით, დილით კი სარკეში, თვალებში ჩახედეთ საკუთარ თავს და გულწრფელად ჩამოუთვალეთ, რა აქვსსამადლობელი. მადლობა გადაუხადეთ ყველას და ყველაფერს.

სულ რომ არაფერი გააკეთოთ მეტი და ეს სავარჯიშო აკეთოთ თუნდაც ერთი თვე, თქვენს ცხოვრებაში უკვე დაიწყება ცვლილებები.

შიში და ეჭვი ჩნდება მაშინ,როცა ადამიანის გულში არ არის მადლიერება. შეავსეთ თქვენი გულის „სიცარიელეები“ მადლიერებით და შიში, ეჭვი, ფორიაქი ნელნელა დაგტოვებთ და სხვა უმადური ადამიანების გულებში გადაინაცვლებს;))

მიიღეთ ეს სავარჯიშო, როგორც ზღაპრული საახალწლო საჩუქარი!

საჩუქარზე უარს არ ამბობენ:)))

დაიწყეთ ეს წელი თუნდაც მხოლოდმადლიერებით და 2015 გაგაოცებთ შედეგებით!

პირველი მადლიერება ახლავე შეგიძლიათ გამოხატოთJ)) გაუზიაროთ მეგობრებს ეს პოსტი, რომ მათაც მიიღონ ახალი წლის შესაფერისი გადაწყვეტილებები და კომენტარებში დამიტოვოთ თქვენი მოსაზრებები. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია!

გილოცავთ ახალ წელს!

სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით

თამარ საგინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42