დღეს ალილოს მსვლელობა გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ექნება. მსვლელობა 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება.
ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და პუშკინის ქუჩას გავლიან. კონკასთან მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში გადავა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდება და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს.
შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, და შობის მახარობლების ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს.
ალილოს მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 8-9 იანვარს დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
მასალის გამოყენების პირობები