აღსარების მნიშვნელობა (თითქოსდა დაუჯერებელი ამბავი)
ეს საინტერესოა - 12:40, 06 Jan, 2015     17556
ეს ამბავი 3 წლის წინათ, პირადად მე, შემემთხვა. ვერ გეტყვით რამდენად ღრმა მორწმუნე ვარ, მაგრამ წირვა–ლოცვაზე ხშირად დავდივარ, აღსარებასაც ვაბარებ და ვეზიარები. არც ეს პერიოდი გახლდათ გამონაკლისი იმ მხრივ, რომ შაბათ–კვირის ლოცვას არ ვაცდენდი, ვლოცულობდი, ვმარხულობდი, მაგრამ რატომღაც ძალიან მიჭირდა აღსარებაზე მისვლა...
კვირის წირვა იყო და უკვე თითქმის მესამე თვე გახლდათ, რაც აღსარებაზე არ ვყოფილვარ. ჩვეულებრივ მოვუსმინე წირვას და ზიარების საიდუმლო, როდესაც დაიწყო გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი, სკამზე დავჯდარიყავი და მაშინ შევსულიყავი ეკლესიაში, როცა მამაო ქადაგებას დაიწყებდა.სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გავერთე. პირადული პრობლემების გამო ვერ ვიყავი ჩვეულ გუნება– განწყობაზე და კარგად თუ დამაკვირდებოდით, ალბათ, შეამჩნევდით კიდეც, რომ რაღაც მაწუხებდა…ასე “სევდიან ფიქრებში” ვიყავი გართული, რომ უეცრად გვერდით 40 წლამდე ქალბატონი მომიჯდა და საუბარი დამიწყო.– ასეთი კარგი ბიჭი და ასეთი წყნარი – თითქოს რაღაც ალერსიანი და დამაფიქრებელი შეიმჩნეოდა მის ხმაში.– მაპატიეთ და.. წყნარი? ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ – ვუპასუხე დაბნეული ხმით და გავიფიქრე, რომ ქალბატონი, რომელიმე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გახლდათ.– ასეთი კარგი ბიჭი ხარ და რატომ ხარ ასეთი წყნარი? – კვლავ იმეორებდა თითქოსდა დაზეპირებულ სიტყვებს.გამეღიმა. გავიფიქრე, რომ ქალბატონი გიჟი იყო და ასე ღიმილით გავაგრძელე მოსმენა.– რამდენი წლის ხარ? – მოულოდნელად დამისვა ცოტა აზრიანი შეკითხვა.– 20–ის – მივუგე გახარებულმა.– ჩემი შვილიც 20 წლის იყო და ისიც შენსავით წყნარი – გააგრძელა მან.– აჰაა, ისევ წყნარი და წყნარი, რას დამაჯინდა ნეტავ? მეცინებოდა და გულში მადლობას ვუხდიდი, რომ ასე მალე მომიყვანა ხასიათზე.– კი, ისიც შენსავით კარგი ბიჭი იყო.. შენსავით წყნარი. ვეუბნებოდი, რომ ექიმთან მისულიყო, ემკურნალა, მაგრამ არ მისმენდა…- ესეიგი სამკურნალოც ვყოფილვარ – ვფიქრობდი მე და უკვე სიცილს ძლივს ვიკავდებდი.– ვეუბნებოდი, მაგრამ არ მისმენდა..და ბოლოს თავი მოიკლა – განაგრძო მან.მისი ბოლო სიყვები თითქოსდა სიკვდილის ზარივით ჩამესმა და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა.– მიდი შვილო ექიმთან, მიდი – მირჩია ბოლოს.არაფერი მიპასუხია და ვერც ვხვდებოდი რა მეთქვა…უხერხული სიტუაციიდან ერთ–ერთი სტიქაროსნის ხმამ გამომიყვანა, რომელმაც გარეთ მყოფებს გვამცნო, რომ ზიარება დამთავრდა და ქადაგება იწყებოდა.ეკლესიაში შევედი და როდესაც მღვდლის პირველი სიტყვები გავიგონე გამეღიმა. მივხვდი,რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული ხდებოდა. არ ვიცი რამდენად შევძლებ მღვდლის სიტყვების ზუსტად ციტირებას, მაგრამ იგი დაახლოებით ასე საუბრობდა:

„როგორც ადამიანს სხეულს, ასევე მის სულსაც მკურნალობა ესაჭიროება. ეკლესია საავადმყოფოა, მღვდელი ექიმი, აღსარების ჩაბარება და მონანიება კი სულის მკურნალობას ნიშნავს. და ამ ყველაფრის გარეშე სულის სიმშვიდის მოპოვება ძალიან ძნელია.შეიძლება წლები გავიდეს და არავითარი ხორციელი დაავადება არ შეგხვდეთ, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ სული ხორცზე სათუთი მოსავლელია და მას უფრო ხშირად ესაჭირობა მკურნალობა, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ“…

ცრემლები მომადგა, სასწრაფოდ გარეთ გამოვედი და “გიჟ” ქალბატონს დავუწყე ძებნა. მინდოდა გულწრფელი მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვერსად ვიპოვე და მას შემდეგ არც აღარასდროს შემხვედრია…

წყარო: http://4motivi.com/

ავტორი: თემო ბერიშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42