ავსტრალიელმა ექიმებმა მამაკაცის პენისიდან მეტალის ჩანგლის ამოსაღებად სასწრაფო ოპერაცია ჩაატარეს. ეს ოპერაცია იმდენად უჩვეულო იყო სამედიცინო პრაქტიკაში, რომ მასზე სტატია ქირურგების პროფესიულ ჟურნალშიც კი მოხვდა.
სტატია სათაურით „უჩვეულო უცხო სხეული ურეთრაში“ გამოქვეყნებული იქნა „საერთაშორისო ქირურგიულ ჟურნალში“, მასში მოთხრობილია, რომ 70 წლის მამაკაცი კანბერას საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა. მას პენისიდან სიხლდენა აღენიშნებოდა, როგორც აღმოჩნდა მამაკაცმა სექსუალური სურვილის სტიმულაციისთვის ურეთრაში ჩანგალი შეიყვანა.
ჩანგალი 10 სანტიმეტრი სიგრძის იყო და პაციენტის ორგანოში 12 საათზე მეტხანს დაჰყო, თავად პაციენტმა მისი გამოღება მრავალი ცდის მიუხედავად დამოუკიდებლად ვერ შეძლო.
საბოლოოდ უცხო სხეულისა ამოღება პაციენტის ორგანოდან საერთო ნარკოზით, სამედიცინო ინსტრუმენტების და ლუბრიკანტების დახმარებით მოხერხდა.
სტატიაში აღწერილია სხვა შემთხვევებიც, ამასთანავე ექიმები პაციენტებს მსგავსი ფაქტების დროს ექიმთან დაუყოვნებლივ ვიზიტისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით ტრამვის შედეგად ინფექციის გავრცელების დიდი საფრთხე არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები