ოლანდმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 15 იანვარს ასტანაში გამართულ შეხვედრაზე დონბასის კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესი იქნება მიღწეული.
„მე წავალ ასტანაში ერთადერთი პირობით - რომ ჩვენ შევძლებთ შემდგომი პროგრესის მიღწევას... და მე ვფიქრობ, რომ ეს ასე იქნება“- განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე რა სურს პუტინს, ფრანსუა ოლანდმა უპასუხა, რომ პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ყირიმის მსგავსად ანექსირება და ეს მან მასთან პირად საუბარში განაცხადა. „ის, რაც პუტინს უნდა არის ის, რომ უკრაინა არ შევიდეს ნატოში“ - განაცხადა ოლანდმა და აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებს სურთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მხარი არ დაუჭიროს სეპარატისტებს. „პუტინთან საუბარი აუცილებელია, მაგრამ მას უნდა ვესაუბროთ ნათლად, კონკრეტულად ვუთხრათ რა გვსურს ჩვენ და რა არ გვსურს.“- აღნიშნა ოლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






