გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი დასავლეთის ქვეყნებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს, ვიდრე რუსეთს ახალ სანქციებს დააკისრებენ.
„სანქციების მიზანი არ იყო რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსში ჩაფვლა“- აღნიშნა გაბრიელმა გაზეთ „Bild am Sonnta“- თან ინტერვიუში.
„მას, ვისაც ეს სურს, პროვოცირებას უკეთებს ბევრად უფრო სახიფათო სიტუაციის შექმნას ევროპისთვის“- განაცხადა მან და აღნიშნა , რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა.
გაბრიელის თქმით, გერმანიის და ევროპის ინტერესში „რუსეთის დაჩოქება“ არ შედის.
როგორც ვიცე კანცლერი აცხადებს“ ჩვენ მხოლოდ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება გვსურს“
დღეს, 5 იანვარს ბერლინში უკრაინის საკითხზე პოლიტდირექტორების დონეზე „ ნორმანდიული ფორმატში“ შეხვედრა გაიმართება, რომლის მონაწილეებიც იქნებიან რუსეთი, გერმანია,საფრანგეთი და უკრაინა.
მასალის გამოყენების პირობები






