BLOOMBERG: ობამას ადმინისტრაციის „ფარული“ ურთიერთობები რუსეთთან
მსოფლიო - 18:36, 04 Jan, 2015     2697
რამდენიმე თვეა ბარაქ ობამას ადმინისტრაცია კულუარულად რუსეთთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ნაკლებ ინტერესს იჩენს ვაშინგტონთან ურთიერთობისა თუ მეზობელ უკრაინაში მის მიერ წარმოებული აგრესიის შეჩერების კუთხით. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტო Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ობამას უშიშროების საბჭომ დაასრულა მუშაობა ვრცელ და ყოვლისმომცველ ანგარიშზე რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაიმართა სახელმწიფო, თავდაცვის დეპარტამენტებისა და რამდენიმე სააგენტოს შეხვედრები. რის შემდეგაც ბარაქ ობამამ გადაწყვეტილება მიიღო, შეიმუშავოს უკრაინის კრიზისის პროცესების გამო შექმნილი ჩხიდან გამოსვლისა და რუსეთთან მთელი რიგი ურთიერთობების მოგვარების გზები.

„ არ ვფიქრობ, ვინმეს ჩვენი ურთიერთობის მასშტაბური აღდგენის შტაბეჭდილება ჰქონდეს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ, რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ამ დროის განმავლობაში, ვცდილობდით მათი ზრახვები გამოგვეცნო“- განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წრმომადგენელმა.

შერიგების მცდელობას სათავეში სახელწიფო მდივანი ჯონ კერი ედგა, რომელმაც 2014 წლის ზაფხულში პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა .

კიდევ ერთი მცდელობა, თეთრი სახლის მიერ იყო ინიცირებული. მაღალჩინოსნების თქმით, თეთრმა სახლმა პუტინის ძველ მეგობარ ჰენრი კისინჯერს შესთავაზა, პუტინთან სატელეფონო საუბარი განეხორციელებინა. უცნობია, რამდენად შედგა ეს საუბარი.

ამერიკასა და რუსეთს შორის დამაკავშირებელ ძალად ჯონ კერი და სერგეი ლავროვი ითვლებიან, რომლებიც აქტიურად ხვდებიან ერთმანეთს, განსხვავებით ობამა და პუტინისგან, რომელთაც ერთმანეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ.

კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში კერიმ ლავროვს სანქციების შემსუბუქებას დაჰპირდა, კონკრეტული შეთანხმების შემთხვევაში. კერძოდ, მინსკის შეთანხმების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტისა და სეპარატისტებისთის სამხედრო დამხარების შეწყვეტის შემთხვევაში.

„გვსურს, დონეცკისა და ლუგანსკის თემის უკრაინისგან იზოლირება. თუკი შეთანხმებას მივაღწევთ, შესაძლოა სანქციებიც შემსუბუქდეს. თუმცა, ის სანქციები, რომლებიც ყირიმის საკითხს ეხება ძალაში დარჩება“ - განაცხადა თეთრი სახლის უცნობმა წარმომადგენელმა.

ჯონ კერი მუდმივად ცმოუწოდებს ლავროვს სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობისკენ. თეთრი სახლის მაღალჩინოსნების თქმით, კერი რუსეთთან ურთიერთობის საფრთხეებს კარგად ხედავს, თუმცა სხვა გზას ვერ ხედავს.

Bloomberg-ი რესპუბლიკერი სენატორის ჯონ მაკკეინის კომენტარს გვთავაზობს : „ მსგავსი სტრატეგია ნევინ ჩემბერლენის ღირსეული გაგრძელებაა. ჩემი აზრით, რუსეთს ყველაფერი რიგზე აქვს. რა ფასი გადაიხადა ვლადიმერ პუტინმა? თითქმის არანაირი.“

ექსპერტი რუსეთის საკითხებშ მარკ გალეოტი აღნიშნავს, რომ ამგვარი დამოკიდებულება ყირიმის ანექსიას ფაქტად აღიარებს და რუსეთის დასჯა მხოლოდ უმნიშვნელო სანქციებით ხდება. რუსეთი და უკრაინა კი „თანაბარი მორალური წონის“ მხარეებად განიხილება , რაც ამორალური და უბრალოდ საშიშია. გალეოტის თქმით, ამ ეტაპზე არ ღირს პუტინზე ზეწოლა, ყირიმის დათმობის საკითხზე. ასევე ეწინააღმდეგება მოსკოვისა და კიევისთვის თანაბარი მოთხოვნების წაყენებას და ვაშინგტონს მოუწოდებს, მიმართოს რუსეთს სეპარატისტების სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. ექსპერტის აზრით, ნატო-მ და ევროკავშირმა უკრაინას მათი წევრობის თუნდაც შორეული პერსპექტივა უნდა დაანახონ, რათა ქვეყანას განვითარებისა და რეფორმების სტიმული მიეცეს.

„მოსკოვს არ უნდა მიეცეს საშუალება, თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, თუმცა არც დამცირებულად უნდა იგრძოს თავი“- ამბობს გალეოტინი და დასძენს , რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ აუცილებელია.

თეთრი სახლის მაღალჩნოსნები ობამას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამერიკა- რუსეთის ურთიერთობაში ბალანსი საჭიროა, თუმცა დაპირისპირებასა და კონფრონტაციას შორის შუალედის პოვნა რთული იქნება თუკი რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42