დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - მოკლული ძმები და გატაცებული 500 ლარი
სამართალი - 11:52, 04 Jan, 2015     6678
დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს 1994 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1995 წელს დაბადებული ბესიკ ფ. და 1991 წელს დაბადებული მიხეილ ვ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ა-ს და 1980 წელს დაბადებულ დენის ა-ს მათივე საკუთარ ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს. შემდეგ გაიტაცეს ,,ჯეო ლიფტის", სადაც ალექსანდრე ა. მუშაობდა, ოფისის გასაღებები.

ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ფულადი თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42